XIX საუკუნის ხელნაწერში (A-1448) დაცული ცნობები სპარსულიდან ნათარგმნი ლიტერატურის შესახებ
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/14/17-25საკვანძო სიტყვები:
ტარასი ალექსი-მესხიშვილი, „ბიბლიოტიკა ქუათახევის მონასტრისა“, ქილილა და დამანა, ამირნასარიანი, როსტომიანი, ყარამანიანიანოტაცია
კ. კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი A-1448 (1801-1862) წარმოადგენს ტარასი ალექსი-მესხიშვილის (1793–1874) კოლექციას. ხელნაწერში, სხვა საინტერესო ინფორმაციასთან ერთად, შეტანილია სპარსულიდან, ბერძნულიდან, სომხურიდან, რუსულიდან, ლათინურიდან და იტალიურიდან ქართულად ნათარგმნი წიგნების სია, რომლებიც ცნობილი იყო მე-19 საუკუნის საქართველოში და რომელთა ერთი ნაწილიც, სავარაუდოდ, ინახებოდა ქვათახევის მონასტრის ბიბლიოთეკაში.
სტატიაში შესწავლილია ხელნაწერში შეტანილი სპარსულიდან ნათარგმნი ნაშრომები: ქილილა და დამანა, ამირნასარიანი, ქმნულების ცნობა, ზღაპრები გინა არაკებრი ისტორია, როსტომიანი, ყარამანიანი და სხვ.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
26.03.2025
გამოცემა
სექცია
ლინგვისტიკა და ლიტერატურათმცოდნეობა
როგორ უნდა ციტირება
XIX საუკუნის ხელნაწერში (A-1448) დაცული ცნობები სპარსულიდან ნათარგმნი ლიტერატურის შესახებ. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 14(14), 17-25. https://doi.org/10.32859/neg/14/17-25