ქართველ მეცნიერთა წვლილი ავიცენას ნააზრევის შესწავლაში

ავტორები

  • მარიკა ჯიქია თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0000-0002-8495-0622

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/17/464-469

საკვანძო სიტყვები:

ავიცენა ქართულ სამეცნიერო სივრცეში, ფონეტიკური ტრაქტატი, სუფთა (კვინტური) წყობა მუსიკაში, ფილოსოფიური სისტემები, სამედიცინო ხელნაწერები

ანოტაცია

უდიდესმა მოაზროვნემ – ავიცენამ –  დიდი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეებში მეცნიერებების განვითარებაზე როგორც აღმოსავლეთში, ასევე  დასავლეთში და  კაცობრიობას უზარმაზარი სამეცნიერო მემკვიდრეობა  დაუტოვა. ისლამის რელიგიის ჩარჩოებში მან შეძლო ანტიკური ფილოსოფიისა და მეცნიერების კრიტიკულად ათვისება და თავისი დროის მთელი ცოდნის სისტემატიზაცია.

წერილში წარმოვაჩენთ  ქართველ მეცნიერთა წვლილს ავიცენას ნააზრევის შესწავლაში.

ცნობილმა სემიტოლოგმა ვლადიმერ  ახვლედიანმა  1966 წელს გამოსცა ავიცე- ნას 1023 წელს შექმნილი ფონეტიკური ტრაქტატის  არაბული ტექსტი, დაურთო მას რუსული  თარგმანი და სანიმუშო გამოკვლევა.

ავიცენას კვლევები ე.წ. სუფთა წყობის შესახებ გახდა მუსიკათმცოდნე ბორის გულისაშვილის  სადოქტორო დისერტაციის თემა. დიდი მოაზროვნის მიერ შექმნი-ლი კვინტური წყობა, რომელიც დასავლეთ ევროპაში მხოლოდ  ხუთი საუკუნის შემ-დეგ ჩამოყალიბდა, მომდინარეობს შუა აზიიდან და მას საფუძველი ჩაეყარა სწორედ ავიცენას გამოკვლევებით.                                                                

აკად. გიორგი ჯიბლაძის  ეგზოთერიკული  ნარკვევში – „ავიცენას სისტემები“– გაანალიზებულია ავიცენას ფილოსოფიური, ესთეტიკური და მხატვრული მემკვიდრეობა.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება XIV საუკუნეში გადაწერილი ავიცენას 160-გვერდიანი  ხელნაწერი, რომელიც  ინსტიტუტის  თანამშრომელმა, სემიტოლოგმა ლიანა სამყურაშვილმა შეისწავლა და მისი აღწერილობა 1980 წელს დუშანბეში აბუ ალი იბნ სინასადმი მიძღვნილ კონფერენციაზე  წარადგინა.               

მედიცინის ისტორიკოსმა ნანი ხელაიამ  წყაროებზე დაყრდნობით გამოავლინა, რომ ავიცენას სახელი ქართულ სამედიცინო ძეგლებში პირველად გვხვდება თამარ მეფის ბრძანებით  შექმნილ სააქიმო წიგნში.

ავტორის ბიოგრაფია

  • მარიკა ჯიქია , თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

14.11.2025

გამოცემა

სექცია

მეცნიერების ისტორია

როგორ უნდა ციტირება

ქართველ მეცნიერთა წვლილი ავიცენას ნააზრევის შესწავლაში. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 17, 464-469. https://doi.org/10.32859/neg/17/464-469

მსგავსი სტატიები

1-10 — 28

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.