ალექსანდრე გვახარია - რუდაქის პოეტიკა
DOI:
https://doi.org/10.32859/Abstract
პროფ. ალექსანდრე გვახარიას (1929-2002) „რუდაქის პოეტიკა“ პირველად პოეტის საიუბილეოდ გამოცემულ სამეცნიერო კრებულში სხვა ქართველ მკვლევართა ნაშრომებს შორის გამოაქვეყნდა (რუდაქი 1100, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1957). ეს ვრცელი სტატია ერთი წლით უსწრებს ალ. გვახარიას მონოგრაფიას „იოსებზილიხანიანის“ ქართული ვერსიების სპარსული წყაროების შესახებ (ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად რომ წარადგინა იმავე წელს). ამ დროს მისი ავტორი 28 წლისაა. 1995 წელს მეცნიერს „რუდაქის პოეტიკის“ უმნიშვნელოდ რედაქტირებული ვარიანტი თავისი „ნარკვევების“ პირველ ტომშიც შეუტანია („ნარკვევები ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან“). აქ წარმოდგენილი ტექსტი სწორედ 1995 წლის გამოცემიდან ავიღეთ.
Downloads
Published
14.11.2025
Issue
Section
Archival Materials
How to Cite
ალექსანდრე გვახარია - რუდაქის პოეტიკა. (2025). The Near East and Georgia, 17, 470-496. https://doi.org/10.32859/