ქართული დამწერლობით შესრულებული სპარსულენოვანი ხელნაწერების პალეოგრაფიული, ტექსტოლოგიური და ფონეტიკური შესწავლა და შედარებითი ანალიზი

ავტორები

  • ნათია დუნდუა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავტორი https://orcid.org/0000-0001-8021-134X

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/16/59-73

საკვანძო სიტყვები:

ხელნაწერები, სპარსული ენა, ქართული დამწერლობა, სახარება, ფონეტიკა

ანოტაცია

სტატიაში განხილულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართული დამწერლობით შესრულებული სპარსულენოვანი სამი ხელნაწერი: S-16, S-418 და H-2290.

S-16 ქართული ასოებით ტრანსკრიბირებული სპარსული სახარებაა, რომელიც მე-17-მე-18 საუკუნეებით თარიღდება და წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნიმუშს ირან-საქართველოს ურთიერთობების სხვადსხვა კუთხით საკვლევად. ხელნაწერი S-418 წარმოადგენს XVIII საუკუნის ლექსების კრებულს, რომელშიც შესულია 3 პოემა ქართულ ენაზე. H-2290 არის ქართულ-სპარსულ გამოთქმათა ორენოვანი ტექსტი, სადაც ერთმანეთის ქვეშ წარმოდგენილია ქართული ფრაზები და მათი ქართული ასოებით ტრანსლიტერირებული სპარსული თარგმანი.

გაანალიზებული მასალა ცხადყოფს, რომ ქართული დამწერლობით შესრულებული სპარსულენოვანი ხელნაწერები, ძირითადად, პრაქტიკული მიზნებისთვის იყო შექმნილი – როგორიცაა ენაში პრაქტიკა და სპარსული სიტყვებისა და ფრაზების ყოველდღიური გამოყენება. აღნიშნული სამი ხელნაწერის ფონეტიკური შესაბამისობის შედარება გვიჩვენებს, რომ ავტორები სხვადასხვანაირად ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ სპარსული ბგერების შესაბამისი ეკვივალენტები. ამრიგად, ეს ტექსტები მეტად საყურადღებო და სანდო მასალას იძლევიან ისტორიული ფონეტიკის მრავალი შეუსწავლელი საკითხის გასაშუქებლად. გარდა ამისა, ისინი წარმოადგენენ მნიშვნელოვან წყაროს მე-17-მე-19 საუკუნეებში საქართველოსა და სპარსეთის ისტორიული, სოციოლოგიური, კულტურული და ენობრივი ურთიერთობების მრავალი ასპექტისა.

 

ავტორის ბიოგრაფია

  • ნათია დუნდუა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ასოცირებული მკვლევარი

    კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი

     

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

26.03.2025

გამოცემა

სექცია

სტატიები

როგორ უნდა ციტირება

ქართული დამწერლობით შესრულებული სპარსულენოვანი ხელნაწერების პალეოგრაფიული, ტექსტოლოგიური და ფონეტიკური შესწავლა და შედარებითი ანალიზი. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 16, 59-73. https://doi.org/10.32859/neg/16/59-73

მსგავსი სტატიები

1-10 — 22

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.