ბიბლიური საწინასწარმეტყველო ნაწყვეტები -„ჰაფტაროთ/הפטרה“

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/17/265-281

საკვანძო სიტყვები:

რელიგიური, „ჰაფტაროთ“, საწინასწარმეტყველო ნაწყვეტები, ქართული ვერსია

ანოტაცია

ქართველი ებრაელების ისრაელში მასიური „ალიისა“ (რეპატრიაციის) და ახალ ქვეყანაში მათი დამკვიდრების შემდეგ, რაც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან განხორციელდა, ისრაელში გამოიცა მრავალრიცხოვანი ქართულენოვანი პროდუქცია (პერიოდიკა, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა, პუბლიცისტური და ჟანრობრივად განსხვავებული ხასიათის მასალა), რომელიც სამწლიანი კვლევითი სამეცნიერო პროექტის ფარგლებში დამუშავდა, შეიქმნა ბეჭდური პუბლიკაციების ანოტირებული ბიბლიოგრაფია, მოხდა მათი ჟანრობრივი დახარისხება და ლიტერატურულ-ენობრივი ანალიზი.   იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი ებრაელის ცხოვრება ყოველთვის და ყველგან რელიგიური წეს-ჩვეულებებით რეგულირდებოდა და ზოგადად,  რელიგია მათი გადარჩენის და არსებობის  საფუძველთა საფუძველია, შესასწავლ მასალაში კვლევისას რელიგიური ხასიათის ნაწარმოებების განხილვას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო.

მაღალი რელიგიური თვითშეგნების მქონე ქართველი ებრაელობა რეპატრიაციის შემდეგ რელიგიური ტრადიციების დაცვასთან ერთად აგრძელებდა რელიგიური წიგნებით დაინტერესებას და აქვეყნებდა  ამ თემატიკის სხვადასხვა საკითხზე შექმნილ კრებულებს: საწინასწარმეტყველო ნაწყვეტებს, ინფორმაციას თორის ელემენტარულ საკითხებზე,  ცნობებს ქართველ ებრაელთა თემში გამორჩეულ რაბინებსა და თალმიდ ხახმებზე, ძირითად ლოცვებს ებრაულ ენაზე და ლოცვებისა და მიცვების თარგმანებს, ჰალახის წესებს ქართულ ენაზე ( שֻׁלְחָן עָרוּךְ), სწავლებებს იუდაიზმის შესახებ თანამედროვე პირობებში,  მის ატრიბუტიკასა და თეოლოგიაზე და, რაც მთავარია, ბიბლიის წიგნების ახალ თარგმანებს.

რელიგიური ხასიათის საკითხების დამუშავების სფეროში დიდი ღვაწლი მიუძღვის ფილოსოფიის მკვლევარსა და მთარგმნელს შალომ დავიდს, რომელმაც გამოაქვეყნა  შრომები ებრაულ-კაბალისტურ ფილოსოფიაზე, კანონიკური ლოცვების, ბიბლიის წიგნებისა და კრებულ „ჰაფტაროთის“ თარგმანები ებრაულიდან ქართულად.

ებრაულ ლიტურგიაში „ჰაფტარა“  ძალიან დიდი მნიშვნელობის რიტუალია. მისი მნიშვნელობის ხაზგასასმელად სტატიაში ჯერ ზოგადად არის განხილული ამ რელიგიური რიტუალის რაობა, დანიშნულება, ისტორია, წასაკითხი მასალის თორასთან მიმართება, წაკითხვის წესები და ამ თემასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ხოლო შემდეგ ის, თუ როგორ არის ასახული ეს მნიშვნელოვანი რიტუალი ქართველ ებრაელებთან. დიდი რელიგიური პრაქტიკისა და დატვირთვის მიუხედავად, ბევრ ებრაულ თემს არ გააჩნია „ჰაფტაროთის“ თარგმანი, თუმცა ისრაელის ქართულენოვანი რელიგიური მიმართულების გამოცემებს შორის გამორჩეულია და საპატიო ადგილი უკავია შალომ დავიდის ამ კრებულს.  

წინამდებარე სტატიაში შესწავლილი და დახასიათებულია „ჰაფტაროთის“ ქართული ვერსია და აღნიშნულია მისი მნიშვნელობა და დიდი როლი ქართველ ებრაელთა რელიგიურ ცხოვრებაში.

 

ავტორის ბიოგრაფია

  • ლალი გულედანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

14.11.2025

გამოცემა

სექცია

რელიგიის კვლევები

როგორ უნდა ციტირება

ბიბლიური საწინასწარმეტყველო ნაწყვეტები -„ჰაფტაროთ/הפטרה“. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 17, 265-281. https://doi.org/10.32859/neg/17/265-281

მსგავსი სტატიები

1-10 — 21

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.