ევფროსინე ალექსანდრიელის ცხოვრება (V ს.)
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/14/75-89საკვანძო სიტყვები:
ევფროსინე ალექსანდრიელი, პაფნუტი, ბოდლეს კრებული, პარხლის მრავალთავიანოტაცია
ევფროსინე ალექსანდრიელის ცხოვრება შეუსწავლელი, გამოუქვეყნებელი თხზულებაა ქართულ ნათარგმნ ჰაგიოგრაფიაში. ბოდლეს კრებულში და პარხლის მრავალთავში დაცული უძველესი რედაქციები ადასტურებს, რომ ორივე ტექსტი მომდინარეობს ბერძნულიდან. ბოდლესეული რედაქცია საკმაოდ ახლოს მიჰყვება დედანს, ხოლო პარხლისეული რედაქცია ბერძნულთან შედარებით შემოკლებულია და შესაძლოა სხვა ბერძნული ორიგინალიდან მომდინარეობს, რომელიც დაკარგულია.
ქვემოთ გთავაზობთ ცხოვრების სინოპტიკურ გამოცემას, რაც საშუალებას გვაძლევს შევადაროთ ორი უძველესი რედაქცია და მკაფიოდ აღვიქვათ მათ შორის ტექსტოლოგიური განსხვავებები. მსგავსი კორელაცია საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს, ორ განსხვავებულ რედქციასთან, რომლებიც განსხავებული ბერძნული წყაროებიდან მომდინარებს.