ქართველურ ენათა დივერგენცია და გლოტოქრონოლოგია

ავტორები

  • ეთერ სოსელია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/15/49-57

საკვანძო სიტყვები:

გენეალოგიური ხე, დივერგენცია, გლოტოქრონოლოგია, ქართველური ენები

ანოტაცია

ქართველურ შედარებით-ისტორიულ ენათმეცნიერებაში ბოლო ხანებში კვლავ გამოითქვა მოსაზრება ქართველურ ენათა იმ გენეალოგიური ხის სასარგებლოდ, რომელიც გ. დეეტერსის გენეალოგიური ხისგან განსხვავებულია და გულისხმობს, რომ საერთო-ქართველური ფუძეენიდან პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდა სვანურ-ზანური ერთიანობა და ქართული - როგორც დამოუკიდებელი ენა; შემდგომში მოხდა სვანურ-ზანურის დიფერენცირება სვანურ და ზანურ ენებად. გ. დეეტერსის სქემა, რომელიც ქართველურ შედარებით-ისტორიულ ენათმეცნიერებაში ფაქტობრივად შემოიტანეს აკად. თ. გამყრელიძემ და გ. მაჭავარიანმა, ვარაუდობს საერთო-ქართველური ფუძეენის დივერგენციის პირველ ეტაპზე სვანური ენისა და ქართულ-ზანური ერთიანობის ჩამოყალიბებას.

გარდა სვანურში  შემორჩენილი რიგი არქაული თავისებურებებისა და საერთო ენობრივი ინოვაციებისა ქართულსა და მეგრულ-ლაზურს შორის,  დეეტერსის გენეალოგიურ ხეს მხარს უჭერს აგრეთვე გლოტოქრონოლოგიური გამოთვლები (ჩატარებული ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გ. კლიმოვისა და თ. გამყრელიძის მიერ), რომლებიც მ. სვოდეშის მოდელს ეყრდნობოდა და ჩატარდა ძირეული ლექსიკის როგორც 100-სიტყვიანი, ისე 200-სიტყვიანი სიის ბაზაზე. მართალია, შედეგები რამდენადმე განსხვავებული იყო, თუმცა ორივე გამოთვლის მიხედვით, სვანურის გამოყოფა დაახლოებით ერთი ათასწლეულით წინ უსწრებდა ქართულ-ზანური ერთიანობის დიფერენციაციას, ე.ი. შესაბამისად, ქართულისა და ზანურის დამოუკიდებელ ენებად ჩამოყალიბებას.

დროთა განმავლობაში მ. სვოდეშის გლოტოქრონოლოგიური მოდელში სხვადასხვა მკვლევარმა გარკვეული ცვლილებები შეიტანა. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ს. სტაროსტინის მოდელი, რომელსაც ავტორმა ძირის გლოტოქრონოლოგია უწოდა და რომელიც, როგორც მომდევნო კვლევებმა აჩვენა, შედარებით უფრო ზუსტ შედეგებს იძლევა. ამ უკანასკნელი მოდელის მიხედვით ჩატარდა ქართველურ ენათა ეტიმოლოგიურ ლექსიკონებში წარმოდგენილი მასალის წინასწარი ანალიზი, რომლის შედეგები აშკარად მხარს უჭერს დეეტერსის გენეალოგიური ხის სქემას.

ავტორის ბიოგრაფია

  • ეთერ სოსელია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

30.11.2023

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება

როგორ უნდა ციტირება

ქართველურ ენათა დივერგენცია და გლოტოქრონოლოგია. (2023). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 15(15), 49-57. https://doi.org/10.32859/neg/15/49-57

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.