ანტიოქიის პატრიარქ იოანე II-ის (631-648) წერილი მარუთა ტაგრიტელს და მისი მნიშვნელობა ქართლის ეკლესიის ისტორიისთვის

ავტორები

  • დავით ჩიქოვანი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/10.32859/neg/17/223-253

საკვანძო სიტყვები:

იოანე ანტიოქიელი, მიქაელ სირიელი, ქართლის ეკლესია, ავტოკეფალია

ანოტაცია

   იოანე II ანტიოქიის პატრიარქი და სირიული მართლმადიდებლური ეკლესიის  მეთაური იყო 631-648 წლებში. იგი სირიული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე და ამავე ეკლესიის წმინდანია. საქართველოს ეკლესიის ისტორიისთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია იოანე ანტიოქიელის წერილი ტაგრიტის მიტროპოლიტისა და აღმოსავლეთის სირიული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, მარუთასადმი (628/629-649), რადგანაც ეს წერილი უძველესია იმ წყაროთა შორის, რომლებიც ქართლის ეკლესიის ანტიოქიის კათედრაზე დაქვემდებარების შესახებ იუწყებიან.

ქართულ ისტორიოგრაფიაში ეს წერილი დიდი ხანია ცნობილია  და გამოიყენება ქართლის ეკლესიის თავდაპირველი უფლებრივი მდგომარეობისა თუ მისი ავტოკეფალიის საკითხებთან დაკავშირებულ კვლევებში. სამწუხაროდ, ამ დრომდე წერილი საქართველოს ეკლესიის ისტორიასთან დაკავშირებული საკითხებისთვის საგანგებოდ და დეტალურად არავის უკვლევია.

წინამდებარე სტატიაში ვეცადე შემევსო სამეცნიერო სფეროში ამ კუთხით არსებული სიცარიელე. სტატიაში გამოკვლეულია წერილის დაწერის დრო და ვითარება, მისი მიზანი და სანდოობა. სტატიაში ქართულ რეალობაში პირველად ქვეყნდება ანტიოქიის პატრიარქ იოანე II-ისა და მარუთა ტაგრიტელის მიმოწერის სრული ქართული თარგმანი შესაბამისი კომენტარებით.

 

ავტორის ბიოგრაფია

  • დავით ჩიქოვანი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

14.11.2025

გამოცემა

სექცია

ისტორია, წყაროთმცოდნეობა, ნუმიზმატიკა

როგორ უნდა ციტირება

ანტიოქიის პატრიარქ იოანე II-ის (631-648) წერილი მარუთა ტაგრიტელს და მისი მნიშვნელობა ქართლის ეკლესიის ისტორიისთვის . (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 17, 223-253. https://doi.org/10.32859/10.32859/neg/17/223-253

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.