ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის პერცეფცია XVIII საუკუნის მეორე ნახევრის სომხური განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებში (იოსებ ემინი, მოვსეს სარაფოვი, იოსებ არღუთიანი, შაჰამირ შაჰამირიანი)

ავტორები

  • გრიგოლ ფერაძე პოლ-ვალერის უნივერსიტეტი, მონპელიე 3 ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/10.32859/neg/17/168-222

საკვანძო სიტყვები:

ერეკლე II, იოსებ ემინი, მოვსეს სარაფოვი, იოსებ არღუთიანი, შაჰამირ შაჰამირიანი, ქართლ-კახეთის სამეფო, ქართულ-სომხური ურთიერთობებ

ანოტაცია

წინამდებარე სტატიაში, ფართო ისტორიულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში, განხილულია ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის როლი და მნიშვნელობა მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის სომხურ განმათავისუფლებელ მოძრაობაში. კვლევა ეყრდნობა წყაროთმცოდნეობითი და შედარებითი ანალიზის მეთოდოლოგიებს, რაც სომხურ-ქართული პოლიტიკური ჯგუფების თანამშრომლობის გაანალიზების საშუალებას იძლევა.

სტატიაში განსაკუთრებული აქცენტი არის გაკეთებული ერეკლე II-ის პერცეფციაზე სომეხ ლიდერთა, კერძოდ, იოსებ ემინის, მოვსეს სარაფოვის, იოსებ არღუთიანის და შაჰამირ შაჰამირიანის ხედვებში და პოლიტიკურ პროგრამებში. შესწავლილია იმ სომეხ ლიდერთა მოღვაწეობა, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე ყოველნაირად ცდილობდნენ სომხეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენის  საკითხის გადაჭრას და ამ მხრივ გადამწყვეტ მნიშვნელობას სწორედ ერეკლე მეფესთან თანამშრომლობას ანიჭებდნენ. აგრეთვე, სტატიაში შესაბამისი ყურადღება ეთმობა საკუთრივ ერეკლე II-ის პოლიტიკურ მდგომარეობას, ოსმალეთისა და ირანისგან მომდინარე საფრთხეებს და რუსეთის იმპერიის მზარდ ამბიციებს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ქართულ-სომხური თანამშრომლობის ხასიათზე.

სტატიაში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არის გაშუქებული ერეკლე II-ს და სომეხ ლიდერთა შორის არსებული ურთიერთობების ხასიათი, მიზნები და არსებული კავშირების სპეციფიკური გარემოებები. ვფიქრობ, წარმოდგენილი კვლევა თავის წვლილს შეიტანს სომხურ-ქართული პოლიტიკური ისტორიის შესწავლაში და გარკვეულ დახმარებას გაუწევს ამ საკითხით დაინტერესებულ მკვლევრებს.

ავტორის ბიოგრაფია

  • გრიგოლ ფერაძე, პოლ-ვალერის უნივერსიტეტი, მონპელიე 3

    გრიგოლ ფერაძემ 2025 წელს დაიცვა დისერტაცია პოლ-ვალერის უნივერსიტეტში (მონპელიე 3) და მიენიჭა დოქტორის ხარისხი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

14.11.2025

გამოცემა

სექცია

ისტორია, წყაროთმცოდნეობა, ნუმიზმატიკა

როგორ უნდა ციტირება

ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის პერცეფცია XVIII საუკუნის მეორე ნახევრის სომხური განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებში (იოსებ ემინი, მოვსეს სარაფოვი, იოსებ არღუთიანი, შაჰამირ შაჰამირიანი). (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 17, 168-222. https://doi.org/10.32859/10.32859/neg/17/168-222

მსგავსი სტატიები

1-10 — 32

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.