სიმეონ ბეთ არშამელი, „წერილი“ ბარსუმასა და ნესტორიანელთა ერესის შესახებ“

ავტორები

  • დავით ჩიქოვანი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/16/227-256

საკვანძო სიტყვები:

სიმეონ ბეთ არშამელი, მიაფიზიტიზმი, სასანიანთა ირანი, აღმოსავლეთის ეკლესია

ანოტაცია

სიმეონ ბეთ არშამელი V საუკუნის მიწურულისა და VI საუკუნის I ნახევრის მიაფიზიტი მოღვაწეა, რომელმაც ქალკედონის კრების შემდეგ მიაფიზიტური ეკლესიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. სასანიანთა ირანში მოღვაწე სიმეონი აქტიურად იყო ჩართული ქრისტოლოგიურ კამათებში აღმოსავლეთის ეკლესიის წარმომადგენლებთან, რომელთაც V საუკუნის 80-იანი წლებიდან უკიდურესი დიოფიზიტური ქრისტოლოგიური დოქტრინა მიიღეს.

სწორედ ამ ვითარებაშია დაწერილი სიმეონის „წერილი“ „ბარსუმასა და ნესტორიანელთა ერესის შესახებ“. რომელშიც გადმოცემულია „ნესტორიანელობის“ ჩამოყალიბებისა და გავრცელების ისტორია. სიმეონის წერილი უმნიშვნელოვანესი წყაროა როგორც „ნესტორიანელობის“ ჩამოყალიბების და მისი სასანიანთა ირანში გავრცელების, ასევე ქართლის ეკლესიის ქრისტოლოგიის შესახებ.

„წერილი“ ქართულ ისტორიოგრაფიაში საკმაოდ ცნობილი წყაროა და მის იმ ფრაგმენტს, რომელიც ქართლის ეკლესიას ეხება, ქართველი ისტორიკოსები აქტიურად იყენებდნენ. წყაროს დეტალურმა შესწავლამ დაგვარწმუნა, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში მისმა ფრაგმენტულმა გაგებამ  უზუსტობები გამოიწვია.

სტატიაში განხილულია ის რელიგიური ვითარება, რომელიც სასანიანთა იმპერიაში იყო მეხუთე საუკუნის მიწურულსა და მეექვსე საუკუნის დასაწყისში. სტატიაში პირველად ქვეყნდება სიმეონ ბეთ არშამელის „წერილის“ სრული ქართული თარგმანი შესაბამისი გამოკვლევით.

ავტორის ბიოგრაფია

  • დავით ჩიქოვანი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

26.03.2025

გამოცემა

სექცია

სტატიები

როგორ უნდა ციტირება

სიმეონ ბეთ არშამელი, „წერილი“ ბარსუმასა და ნესტორიანელთა ერესის შესახებ“. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 16, 227-256. https://doi.org/10.32859/neg/16/227-256

მსგავსი სტატიები

1-10 — 30

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.