სირია ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ - ცვლილებები და გამოწვევები

ავტორები

  • სიმონ გურეშიძე გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0000-0002-9545-8238

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/17/334-358

საკვანძო სიტყვები:

პოსტ-რევოლუციური სირია, რეგიონული აქტორები, ალავიტები, ბედუინები, დრუზები

ანოტაცია

 

   2011 წელს დაწყებული სირიის კონფლიქტი თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ და დამანგრეველ ომად იქცა. პოლიტიკური სირთულეები, ეთნო-კონფესიური დაპირისპირებები, მასშტაბური იძულებითი მიგრაცია და გარე ძალების ჩარევა ქვეყანას ტრანსფორმაციულ კრიზისში აქცევდა. 2024 წლის ბოლოს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობა და ხელისუფლების გადაცემა აჰმად აშ-შარას (აბუ მუჰამმად ალ-ჯულანი) გარდამავალი მთავრობისთვის, ახალი ეტაპია არა მხოლოდ სირიის შიდა განვითარების, არამედ სისტემისათვისაც. სტატიაში განხილულია ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკურ რეალობას პოსტ-ასადის ეპოქაში.                                                        

აშ-შარაას მთავრობა ხელისუფლების გადაბარების პროცესში ორი ძირითადი ამოცანის წინაშე დადგა: პირველი — ძალაუფლების ლეგიტიმაციის განმტკიცება მრავალფეროვან სოციალურ ჯგუფებში; მეორე — სახელმწიფო ინსტიტუციების აღდგენა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ახალმა ლიდერმა, რომელიც წარსულში ისლამისტურ სამხედრო-პოლიტიკურ სტრუქტურებთან იყო ასოცირებული, წარმოაჩინა ხელისუფლების ტრანსფორმაციის მცდელობა შეიარაღებული წინააღმდეგობიდან პოლიტიკური მმართველობის ფორმირებამდე. მისი ლეგიტიმაციის მთავარი წყარო გახდა ორი ფაქტორი: გარე მხარდაჭერა — დასავლეთის ქვეყნების მიერ გარდამავალი ხელისუფლების აღიარება. შიდა შეთანხმებები — ქურთულ ფორმირებებთან მიღწეული შეთანხმება, რომელიც ისტორიულ წინგადადგმულ ნაბიჯად იქნა აღქმული.

თუმცა, სირიის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ სკეპტიკურადაა განწყობილი როგორც ახალი ხელისუფლების, ისე მისი პოლიტიკური დღის წესრიგის მიმართ, რაც განაპირობებს სახელმწიფოს კონსოლიდაციის სირთულეს.

ავტორის ბიოგრაფია

  • სიმონ გურეშიძე, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

14.11.2025

გამოცემა

სექცია

პოლიტიკა

როგორ უნდა ციტირება

სირია ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ - ცვლილებები და გამოწვევები . (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 17, 334-358. https://doi.org/10.32859/neg/17/334-358

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.