ფულადი მიმოქცევა XVIII საუკუნის II ნახევრისა და XIX საუკუნის დასაწყისის ქართლ-კახეთში - დამატებითი ცნობები

ავტორები

  • ირაკლი ფაღავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავტორი https://orcid.org/0000-0003-0962-6221

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/16/168-191

საკვანძო სიტყვები:

ქართლ-კახეთის სამეფო, სირმა თეთრი, ქართული ნუმიზმატიკა, ფულადი მიმოქცევა, განძი, მეტა-ანალიზი

ანოტაცია

ქართლ-კახეთის სამეფოს ისტორიის ანალიზის კუთხით მნიშვნელოვანია ამ ქართული სახელმწიფოს ეკონომიკური ისტორიის შესწავლაც. ამ ქართული სახელმწიფოს ეკონომიკის შესასწავლად ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან, ობიექტურ და რაოდენობრივ პირველწყაროდ ნუმიზმატიკური მონაცემები გვევლინება. აუცილებელია შესაბამისი განძებისა (და ცალკეული მონეტების) პოვნის ფაქტების შეძლებისდაგვარად ზუსტი და სრული აღრიცხვა, როგორც შემდგომი მეტა-ანალიზის აუცილებელი წინამორბედი ეტაპი. წინამდებარე ნაშრომის მიზანია 1744-1801 წლების ქართლ-კახეთის სამეფოს ნუმიზმატიკური ისტორიის, კერძოდ, ფულადი მიმოქცევის შესასწავლად ახალი პირველადი მასალის გამოქვეყნება და წინასწარი ანალიზი. ნაშრომში განხილულია XVIII საუკუნის ბოლო მესამედის - XIX საუკუნის პირველი ათწლეულების რვა სამონეტო კომპლექსი. მათ აერთიანებს ფორმირებისა და, შესაბამისად, მათში შემავალი მონეტების მიმოქცევის ტერიტორია - ქართლ-კახეთის სამეფო, შემდეგ რუსეთის იმპერიის მიერ ანექსირებული ქართლ-კახეთი. რვა კომპლექსიდან ხუთი ნაწილობრივ ან ექსკლუზიურად ეროვნული ქართული (ქართლ-კახეთის სამეფოში მოჭრილი) მონეტებისგან შედგება; სამი კი - რუსეთიდან იმპორტირებული რუსეთის იმპერიის მონეტებისგან.

 

ავტორის ბიოგრაფია

  • ირაკლი ფაღავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი

     

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

26.03.2025

გამოცემა

სექცია

სტატიები

როგორ უნდა ციტირება

ფულადი მიმოქცევა XVIII საუკუნის II ნახევრისა და XIX საუკუნის დასაწყისის ქართლ-კახეთში - დამატებითი ცნობები. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 16, 168-191. https://doi.org/10.32859/neg/16/168-191

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1-10 — 23

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.