ომი სუდანში - რეგიონულ და საერთაშორისო აქტორთა ურთიერთობების ერთ-ერთი ნიმუში
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/16/291-308საკვანძო სიტყვები:
სუდანის კონფლიქტი, რეგიონული და საერთაშორისო აქტორები, უსაფრთოხება, ფინანსებიანოტაცია
სუდანში მიმდინარე ომმა, თავის სირთულით, პროცესებში ჩართული შიდა და გარე აქტორების ინტერესებით, მოქმედებათა მრავალფეროვნებითა და მოტივაციებით, გარდა იმისა, რომ ძალზე საინტერესო პოლიტიკური, ეკონომიკური და სტრატეგიული კომბინაციების კონტურები გამოკვეთა, გასცდა რეგიონულ მასშტაბებს და გარკვეულ დონეზე საერთაშორისო ხასიათიც შეიძინა. აღნიშნულ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ხელახალი გააზრება და ანალიზი თავის მხრივ პასუხს სცემს სტატიაში განხილული ქვეყნების მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვალებადი პოლიტიკის გამომწვევ მიზეზებს და ასევე გარკვეული სახის ინდიკატორებსაც გამოკვეთს, რომლებიც მეტ-ნაკლებად დაეხმარებიან დაინტერესებულ პირებს, წარმოდგენა შეექმნათ იმ პოლიტიკურ ფასეულობებსა და ინტერესებზე, რასაც უკანასკნელ პერიოდში მიჰყვებიან აღნიშნულ დაპირისპირებაში ჩართული მთავარი შიდა და გარე მოთამაშეები. სტატიის მიზანს წარმოადგენს იმის მცდელობაც, რომ ჩამოყალიბდეს დღესდღეობით მოქმედი პოლიტიკური, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მოქმედებების ხასიათისა და თავისებურებების შესახებ გარკვეული სახის როგორც შეხედულება ასევე დასკვნაც.
სუდანის კონფლიქტში მეტ-ნაკლები ინტენსივობით სხვადასხვა პერიოდში საკმაოდ ბევრი გარე აქტორია ჩართული: არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, რუსეთი, ისრაელი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ინგლისი, რის გამოც წამოჭრილი გამოწვევების სიღრმისეულად აღქმის მიზნით, მიმდინარე პროცესებზე მუდმივი დაკვირვების გარდა, პარალელურ რეჟიმში როგორც ფუნდამენტური, ასევე თანმიმდევრული სიტუაციური ანალიზის წარმოებაა საჭირო.