საქართველო სეფიანთა ირანსა და მოსკოვის სახელმწიფოს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებში (XVII საუკუნის პირველი მეოთხედი)

ავტორები

  • კახაბერ დემეტრაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/16/107-128

საკვანძო სიტყვები:

საქართველო, კახეთის სამეფო, ქართლის სამეფო, სეფიანთა ირანი, მოსკოვის სახელმწიფო, ოსმალეთის იმპერია, კავკასია, კასპიის ზღვა, შაჰი აბას I, მეფე მიხეილ რომანოვი, მეფე ალექსანდრე II, მეფე თეიმურაზ I

ანოტაცია

1603 წელს, სეფიანთა ირანმა, სათანადო მომზადების შემდეგ, დაიწყო ომი ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ, სადაც, თავდაპირველად, წარმატებებს მიაღწია. ამავე დროს ირანის ხელისუფლებამ განაახლა დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვის სახელმწიფოსთან, რადგან ეს ქვეყანაც ოსმალეთის მოწინააღმდეგე იყო.

ხსენებულ ომში ირანის შაჰმა, აბას I (1587-1629), თავისთან დაიბარა ჯარით ქართლისა და კახეთის მეფეები, რომლებიც თავგამოჩენისათვის დაასაჩუქრა: მათ ჯამაგირი გაუჩინა და ირანში გარკვეული ტერიტორიები უბოძა. სამაგიეროდ, ირანის მბრძანებელმა ქართველ მეფეებს დებედას ხეობა და კაკ-ენისელი ჩამოაჭრა და საქართველოს ტერიტორიაზე მუსლიმური ტომები ჩამოასახლა.

რაც შეეხება ირან-ოსმალეთის ომს, ის გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ირანის მხარეს ოსმალეთთან ბრძოლაში კვლავ მოსკოვის სახელმწიფო ესახებოდა თავის ძირითად მომხრედ  და მასთან ინარჩუნებდა დიპლომატიურ ურთიერთობას. თუმცა, ამავდროულად, მას არ მოსწონდა კავკასიაში რუსთა გამოჩენა და, განსაკუთრებით, ქართლისა და კახეთის სამეფოთა მესვეურების მოსკოვის სახელმწიფოს მიმართ დადებითი განწყობა.

ირანის შაჰი შეეცადა საქართველოს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ თავის სასარგებლოდ გადაეწყვიტა და XVII საუკუნის პირველ მეოთხედში ის რამდენჯერმე შემოიჭრა საქართველოში.

მოსკოვის სახელმწიფოს, საქართველოს წინააღმდეგ ირანის ასეთ აგრესიაზე მხოლოდ პროტესტით შემოიფარგლებოდა. როგორც ჩანს, მისთვის საქართველოს საკითხი დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა.

რაც შეეხება მოსკოვის სახელმწიფოსა და სეფიანთა ირანს შორის დიპლომატიურ ურთიერთობები შემდეგაც გრძელდებოდა, სადაც კავკასიისა და, მათ შორის, საქართველოს საკითხს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებოდა.

ავტორის ბიოგრაფია

  • კახაბერ დემეტრაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი და საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

26.03.2025

გამოცემა

სექცია

სტატიები

როგორ უნდა ციტირება

საქართველო სეფიანთა ირანსა და მოსკოვის სახელმწიფოს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებში (XVII საუკუნის პირველი მეოთხედი). (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 16, 107-128. https://doi.org/10.32859/neg/16/107-128

მსგავსი სტატიები

1-10 — 65

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.