70-იანი წლების ისრაელის ქართულენოვანი ბეჭდური პროდუქციის ძირითადი მახასიათებლები

ავტორები

  • ლალი გულედანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/15/73-89

საკვანძო სიტყვები:

ისრაელი, ქართულენოვანი, ბეჭდური პროდუქცია, პროზა, პერიოდიკა

ანოტაცია

მსოფლიო ებრაელობის მსგავსად, გასულ საუკუნეში ქართველი ებრაელებიც დაიძრნენ თავიანთ ისტორიულ  სამშობლოში. პირველი ნაკადი 1970 წელს გაემგზავრა. მას მოჰყვა ებრაელების მასობრივი რეპატრიაცია („ალია“). 70-იან წლებში  საქართველოდან ისრაელში ქართველი ებრაელების დიდი ტალღა დაიძრა. ახალ ქვეყანაში ასული (რეპატრირებული) ქართულენოვანი მოსახლეობა ცხოვრების ახალ პირობებთან შეგუებისას ბევრ წინააღმდეგობას წააწყდა. მძიმე ეკონომიკური პირობები და ინფორმაციის არქონა ართულებდა მათ ახალ ცხოვრებასთან  ადაპტაციას. მიუხედავად ამისა, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ახლად ასული ებრაელები ქმნიან ბეჭდურ პროდუქციას: პროზას, პოეზიის ნიმუშებს, პერიოდიკას და სხვა.

ქართველი ებრაელების შესახებ კვლევები მრავალ საკითხს წამოჭრის. საინტერესოა მათს ყოფასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები როგორც საქართველოში, ისე ისრაელში ასვლის შემდეგ. ლინგვისტურმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ქართული ენა,  სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით, ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელთა მეტყველებაში უმძიმეს ვითარებაშია, ვინაიდან ენის მატარებელთა რიცხვი ახალგაზრდა თაობაში მნიშვნელოვნად იკლებს. ისრაელში შექმნილი ქართულენოვანი ლიტერატურა პირდაპირ კავშირშია ენასთან, მასთან ერთად ისიც შეიძლება დაიკარგოს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ სამწერლობო ენაზე შექმნილი ქართველ ებრაელ მწერალთა  შემოქმედების ანალიზი და, ზოგადად, იმ ბეჭდური პროდუქციის  კვლევა (სამეცნიერო სტატიები, მხატვრული ნაწარმოებები, პერიოდიკა და სხვა), რომელიც ქართველი ებრაელების მიერ ისრაელში იქმნება. ამას ემატება ისიც, რომ საისტორიო წყაროებში საქართველოში მცხოვრები  ებრაელების შესახებ მწირი ინფორმაციაა, რის გამოც ებრაული საკითხის გასააზრებლად მათ შესახებ არსებული მოგზაურთა ჩანაწერები და შენიშვნებიც კი მეტად ფასეული ხდება. მით უფრო მნიშვნელოვანია ის ქართულენოვანი შემოქმედება, რომელიც ისრაელში იქმნებოდა. წარმოდგენილი სამეცნიერო სტატია არის მცდელობა შეისწავლოს და დაახასიათოს ამ კომპლექსური კვლევის ერთი პერიოდის, 70-იანი წლების, ისრაელში გამოცემული ბეჭდური მასალა.

ავტორის ბიოგრაფია

  • ლალი გულედანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

30.11.2023

გამოცემა

სექცია

ლიტერატურათმცოდნეობა

როგორ უნდა ციტირება

70-იანი წლების ისრაელის ქართულენოვანი ბეჭდური პროდუქციის ძირითადი მახასიათებლები. (2023). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 15(15), 73-89. https://doi.org/10.32859/neg/15/73-89

მსგავსი სტატიები

1-10 — 35

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.