საეკლესიო სქიზმის რეალური მიზეზები

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/16/97-106

საკვანძო სიტყვები:

ეკლესიის ისტორია, სქიზმატიკოსობა, ერეტიკოსობა, ნაციონალიზმი

ანოტაცია

მოციქულთა დროინდელი ქრისტიანული დოქტრინა მარტივ იდეებს ეფუძნებოდა, რომელთა აღიარების შემთხვევაში პირი ეკლესიის წევრად ითვლებოდა. განსხვავებული აზრის მქონე ან გარკვეული მიზეზით მოციქულთაგან განცალკევებული ქრისტიანები არ მოიაზრებოდნენ ეკლესიის გარეთ მყოფებად. მომდევნო საუკუნეებში გამოყოფილთა მიმართ დამოკიდებულება იცვლება. მათ ერეტიკოსებს, სქიზმატიკოსებსა და გარეშესაკრებლებში მყოფებს უწოდებენ, რომელთა შემოერთებისთვის შესაბამისი წესები დგინდება. საეკლესიო განხეთქილებებს ზოგჯერ განაპირობებდა პიროვნული ამბიციები — ამპარტავნება, ეჭვი, ჯიბრი, უნდობლობა, ძალაუფლებისკენ ლტოლვა. მაგრამ მიუხედავად პიროვნული ფაქტორის მნიშვნელოვნობისა, ის თითქმის არასდროს ყოფილა სქიზმის ერთადერთი მიზეზი, რომელიც ასევე უკავშირდებოდა უფრო ობიექტურ ფაქტორებს, მაგ., გაუგებრობას, კერძოდ, ლინგვისტური ხასიათისა. საეკლესიო სქიზმის მიზეზებს შორის შეიძლებოდა ნაციონალიზმისთვისაც მიგვენიჭებინა შესაბამისი როლი. მაგ., გერმანული ნაციონალიზმი ნამდვილად უკავშირდებოდა რეფორმაციის განვითარებას. ასევე ანგლიკანური ეკლესიის სტრუქტურას სათანადო კავშირი აქვს ინგლისური საზოგადოების კლასობრივი დაყოფის მოდელთან. იგივე მიზეზები მოჩანს, უფრო ადრეულ საუკუნეებში, კერძოდ, სომხეთისა და სპარსეთის ქრისტიანული ეკლესიების ფორმირების პროცესში.

ავტორის ბიოგრაფია

  • დავით თინიკაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტი

    კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

26.03.2025

გამოცემა

სექცია

სტატიები

როგორ უნდა ციტირება

საეკლესიო სქიზმის რეალური მიზეზები. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 16, 97-106. https://doi.org/10.32859/neg/16/97-106

მსგავსი სტატიები

11-14 — 14

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.