„ისლამური სახელმწიფო“ ხორასანში - ახალი გამოწვევა ავღანეთისთვის

ავტორები

  • თინათინ ქაროსანიძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/14/169-179

საკვანძო სიტყვები:

„ისლამური სახელმწიფო“ ხორასანში, ავღანეთი, თალიბანი, ნანგარჰარის პროვინცია, ტერორიზმი

ანოტაცია

დაჯგუფების,  „ისლამური სახელმწიფო“ ხორასანში,  მიზანს ისევე, როგორც ე.წ. ისლამური სახელმწიფოსი, ისლამური სახალიფოს აღდგენას წარმოადგენს, რომელშიც ავღანეთიც უნდა შევიდეს. სახელწოდება დაჯგუფებამ ისტორიული ხორასნის რეგიონისგან აიღო, რაც ავღანეთის, პაკისტანის და ირანის ტერიტორიების ნაწილს მოიცავდა. ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ცენტრალური ხელმძღვანელობა ავღანეთს საკუთარი გავლენის ცენტრალურ და სამხრეთ აზიაზე გავრცელების ბაზად და „დიდი სახალიფოს“ პროექტის ნაწილად მიიჩნევდა. ამიტომაც ავღანეთში ხორასნის დაჯგუფების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანი იყო. 

სტატიაში განხილულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის დაჯგუფება ავღანეთში და ის გამოწვევები, რომლებსაც თალიბანი შეეჯახა ხელისუფლებაში მოსვლისას. შესაბამისად განხილულია ე.წ. „ისლამური სახელმწიფო - ხორასნის“ დაჯგუფების წარმოშობის და მოქმედების ისტორია, მისი იდეოლოგია და მეტოქეობა თალიბანთან და ურთიერთობა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ცენტრალურ ოფისთან.

ავტორის ბიოგრაფია

  • თინათინ ქაროსანიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

    პროფესორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

26.03.2025

გამოცემა

სექცია

პოლიტიკა

როგორ უნდა ციტირება

„ისლამური სახელმწიფო“ ხორასანში - ახალი გამოწვევა ავღანეთისთვის. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 14(14), 169-179. https://doi.org/10.32859/neg/14/169-179

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.