რეკლამა მე-19 ს-ის მიწურულსა და მე-20 ს-ის დასაწყისში თბილისში გამომავალ ფრანგულ ჟურნალში “Le Caucase illustré”

ავტორები

  • გიორგი სანიკიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/15/412-424

საკვანძო სიტყვები:

ჟიულ მურიე, ‘Le Caucase illustré’, კავკასია, თბილისი, რეკლამა

ანოტაცია

ფრანგული ჟურნალი “Le Caucase illustré” თბილისში გამოდიოდა1889-1892 და 1899-1902 წლებში. ჟურნალის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი იყო ფრანგი ჟურნალისტი ჟიულ მურიე. ჟურნალში იბეჭდებოდა სტატიები კავკასიის ხალხების ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურის, ყოფის შესახებ. ეს მასალები ქართველი და უცხოელი ისტორიკოსების მიერ მეტნაკლებად შესწავლილია. წინამდებარე სტატიაში კი ყურადღება გამახვილებულია ჟურნალის განუყოფელ ნაწილზე - მასში განთავსებულ სარეკლამო განცხადებებზე, რისთვისაც ჯერჯერობით მეცნიერებს ყურადღება არ მიუქცევიათ.

საერთო ჯამში, სარეკლამო განცხადებები შემდეგ კატეგორიებად დავაჯგუფეთ: 1) ნავთობის ბიზნესი. 2) ბანკები. 3) ტრანსპორტი. 3) სხვადასხვა ტიპის მაღაზიები. 4) სასტუმროები და რესტორნები. 5) სხვადასხვა (სანოტარო და სათარჯიმნო მოსახურება და სხვ.). აღსანიშნავია, რომ თვითონ მურიეც იყო ჩაბმული ბიზნეს-საქმიანობაშ. ჟურნალის ფურცლებზე ის რეკლამას უწევდა ცხენებით ვაჭრობას, რაშიც მყიდველსა და გამყიდველს შორის შუამავლის როლს თავად ასრულებდა.

ჟურნალში გამოქვეყნებული სარეკლამო განცხადებების საფუძველზე იქმნება იმ პერიოდის თბილისში არსებული ბიზნეს აქტივობებს საკმაოდ სრული სურათი, ასევე იკვეთება თბილისის მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო ვაჭრობაში.

 

ავტორის ბიოგრაფია

  • გიორგი სანიკიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

30.11.2023

გამოცემა

სექცია

მედიის კვლევები

როგორ უნდა ციტირება

რეკლამა მე-19 ს-ის მიწურულსა და მე-20 ს-ის დასაწყისში თბილისში გამომავალ ფრანგულ ჟურნალში “Le Caucase illustré”. (2023). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 15(15), 412-424. https://doi.org/10.32859/neg/15/412-424

მსგავსი სტატიები

1-10 — 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.