შენიშვნები არაბული რედუპლიცირებული ზმნური ძირების თაობაზე

ავტორები

  • მარინა მეფარიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/15/16-28

საკვანძო სიტყვები:

რედუპლიცირებული ზმნური ძირები, არაბული ორთანხმოვნიანი და ოთხთანხმოვნიანი ძირების ურთიერთმიმართებA, სემანტიკური მახასიათებლები

ანოტაცია

სტატიაში განხილულია არაბული რედუპლიცირებული ოთხთანხმოვნიანი ზმნური ძირების ძირითადი სემანტიკური მახასიათებლები, აგრეთვე რედუპლიცირებული და ორთანხმოვნიანი ზმნური ძირების ურთიერთმიმართების საკითხები. არაბულ ენობრივ მასალაზე ჩატარებული კვლევის მიზანს წარმოადგენდა, უფრო მკაფიოდ გამოკვეთილიყო განსახილველი ძირების ურთიერთმიმართების რაოდენობრივი და თვისებრივი მახასიათებლები.  რედუპლიცირებული ზმნური ძირების     ფორმირებისათვის   გამოყენებულია  ორი ძირეული თანხმოვანი ფონემის გაორმაგება. წარმოების აღნიშნული მოდელი ძალზე პროდუქტიულია  არაბულში, ისევე როგორც სხვა სემიტურ ენებში.  არაბული ენობრივი მასალის დეტალური კვლევის შედეგად მოძიებულ და გაანალიზებულ იქნა 349 ზმნური ძირი, როგორც ორთანხმოვნიანი გემინირებული 214 ერთეულის ოდენობით, ასევე ოთხთანხმოვნიანი რედუპლიცირებული 135  ერთეულის ოდენობით. ისინი გადანაწილდა სამ ჯგუფში, კერძოდ, გამოვლინდა  ორთანხმოვნიანი 115 ერთეული, რომელთაც რედუპლიცირებული კორელირებული ძირები არ მოეპოვებათ, ასევე მოიძებნა    36 ერთეული რედუპლიცირებული ძირებისა, რომელთაც, პირიქით, არ მოეპოვებათ შესაბამისი ორთანხმოვნიანი ძირები და ბოლოს, დადგინდა 99 ერთეული წყვილებისა, რომლებიც წარმოდგენილია როგორც ორთანხმოვნიანი, ასევე მათგან ფორმირებული რედუპლიცირებული ძირებით. განხილული  ძირების სემანტიკური ანალიზის შედეგად შეიძლება დავასკვნათ შემდეგი: ორთანხმოვნიანი ძირები, რომელთაც რედუპლიცირებული კორელირებული ძირები არ მოეპოვებათ, სემანტიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. რაც შეეხება რედუპლიცირებულ ძირებს. მათი უმრავლესობა ორ ვრცელ სემანტიკურ პლასტს მოიცავს,  კერძოდ: ერთი  ნაწილი ინტენსიური მოქმედების სემანტიკას გადმოსცემს,  მეორე  ნაწილი  კი ხმაბაძვითი, ონომატოპოეტური ზმნებია.

ავტორის ბიოგრაფია

  • მარინა მეფარიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარი, სემიტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

30.11.2023

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება

როგორ უნდა ციტირება

შენიშვნები არაბული რედუპლიცირებული ზმნური ძირების თაობაზე. (2023). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 15(15), 16-28. https://doi.org/10.32859/neg/15/16-28

მსგავსი სტატიები

1-10 — 26

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.