ეტიმოლოგიური ძიებანი: კაცი, ადამიანი

ავტორები

  • მარინე ივანიშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/15/7-15

საკვანძო სიტყვები:

ქართველური ენები, ეტიმოლოგია, ტიპოლოგია, კაცი, ადამიანი

ანოტაცია

-იან (ქონების გამომხატველი სუფიქსი ქართულში) მიღებულია -ეან მაწარმოებლისგან, რომლის ფუნქცია ძველ ქართულში უნდა ყოფილიყო, აღენიშნა წარმომავლობა ვინმესგან, აქედან შემდეგ უნდა განვითარებულიყო გაგება კუთვნილებისა და ვისიმე მიმდევრობისა: ქრისტ-იან-ი, მაჰმად-იან-ი და სხვ. (შანიძე 1953, 1976).

ადამიან-ი, ადამის შთამომავალი, გონიერი არსება.

ძვ. ქართ. ადამ-ეან-ი (A-1105, 83v – აბულაძე, 1973: 2) და ადამ-იან-ი (A-162, 15v – სარჯველაძე, 1995: 1). ნაწარმოებია საკუთარი სახელისგან ადამ-ეან /-იან სუფიქსით. ძვ. ქართულში ამ მნიშვნელობით ჩვეულებრივია კაცი.

კაც-ი, ადამიანი; მამაკაცი.

წერილობით ფიქსირებულია V საუკუნიდან. საერთოქართველური წარმომავლობისაა.

ქართ. კაც- კაც-ი „კაცი; ქმარი“ : მეგრ. კოჩ- კოჩ-ი „კაცი; ქმარი“ : ლაზ. კოჩ- კოჩ-ი „კაცი; ქმარი“; კოჩ-ონ-ი კოჩ-ი „კაცური კაცი“ : სვან. Aშ-/ჭშ- ჭA „ქმარი“; A-ჲაქ/ლე-ჭშ-Gრ-ი „საქმრო“ ფარდობის საფუძველზე საერთოქართველური ფუძეენის დონისთვის აღდგენილია არქეტიპი *კაც1- (ჩიქობავა 1938; Климов 1964; ფენრიხი, სარჯველაძე 2000; Fähnrich 2007; ქურდიანი 2007; ჩუხუა 2008; გიგინეიშვილი 2016).

ნაშრომში განხილული იქნება დასახელებულ ცნებათა გაგებასთან დაკავშირებული საკითხები და ტიპოლოგიური პარალელები სხვადასხვა ენიდან.

ავტორის ბიოგრაფია

  • მარინე ივანიშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

30.11.2023

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება

როგორ უნდა ციტირება

ეტიმოლოგიური ძიებანი: კაცი, ადამიანი. (2023). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 15(15), 7-15. https://doi.org/10.32859/neg/15/7-15

მსგავსი სტატიები

1-10 — 23

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.