ირანის რეაქცია სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებისადმი და 1930-იანი წლების ირან-თურქეთის ტერიტორიული გაცვლის გამოძახილი

ავტორები

  • ნიკო ქელბაქიანი გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/

საკვანძო სიტყვები:

ირანი, სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება, “ზანგეზურის კორიდორი”, 1932 წლის თეირანის კონვენცია, ყარასუს მონაკვეთი

ანოტაცია

2025 წლის 8 აგვისტოს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც აშშ-ის შუამავლობით დაიდო, ასევე მოიცავს აშშ-ის ჩართულობით სატრანსპორტო მარშრუტის მშენებლობას. მარშრუტმა აზერბაიჯანი თავის ექსკლავ ნახიჩევანთან უნდა დააკავშიროს სომხეთის სამხრეთი რეგიონების გავლით და სავარაუდოდ გაივლის ძველი რკინიგზის ადგილას, რომელიც ირანის საზღვრის გასწვრივ გადიოდა მდინარე არაქსის პირას.

ეს შეთანხმება ნეგატიურად გაშუქდა ირანულ მედიაში, როგორც ე.წ. „ზანგეზურის კორიდორის“ ამოქმედება. ირანი წლების განმავლობაში რამდენიმე მიზეზით ეწინააღმდეგებოდა ამ კორიდორს, რომელზე საუბარიც 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ დაიწყო. პირველ რიგში, ირანს არ სურს დაკარგოს თავისი სახმელეთო კავშირი სომხეთთან, თუკი ეს შემოთავაზებული კორიდორი სომხეთის იურისდიქციაში არ დარჩება. გარდა ამისა, ირანი ასევე უფრთხის ე.წ. „პანთურქულ“ კორიდორს, რომლის მიხედვითაც ირანის მთელი ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი თურქეთისა და აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცევა. ამასთანავე, ირანს ამ ქვეყნების მოკავშირეებიც აშფოთებს - თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, ხოლო აზერბაიჯანს ახლო კავშირები აქვს ისრაელთან.

ირანულ მედიაში ასევე გაცოცხლდა ის მოსაზრება, რომ ის, რის გამოც ე.წ. „ზანგეზურის კორიდორი“ საფრთხეს წარმოადგენდეს, არის რეზა შაჰის ბრალი, რადგან ამ მოსაზრების თანახმად სწორედ მან გადასცა ყარასუს მონაკვეთი თურქეთს, რომლითაც თურქეთი ნახიჩევანს, და შესაბამისად აზერბაიჯანს, ესაზღვრება.

როდესაც საუბარი არის რეზა შაჰის მიერ ტერიტორიების დათმობაზე, იგულისხმება 1932 წლის თეირანის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ირანმა და თურქეთმა ტერიტორიები გაცვალეს. თუმცა ეს შეთანხმება იმ ტერიტორიას არ ახსენებს, რითაც თურქეთი ნახიჩევანს ესაზღვრება, რადგან რეალურად ამ მიწას უკვე თურქეთი აკონტროლებდა და უკვე ნახსენებიც იყო 1921 წლის ყარსის შეთანხმებაში, რომელმაც თურქეთისა და კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების საზღვრები დაადგინა. ირანს ყარასუს მონაკვეთზე მართლაც ჰქონდა პრეტენზიები, მაგრამ რეზა შაჰმა მოლაპარაკებების პროცესში ამ მიწაზე პრეტენზია შეწყვიტა.

ავტორის ბიოგრაფია

  • ნიკო ქელბაქიანი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი

     

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

25.11.2026

როგორ უნდა ციტირება

ირანის რეაქცია სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებისადმი და 1930-იანი წლების ირან-თურქეთის ტერიტორიული გაცვლის გამოძახილი. (2026). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 18 (#2), 528-578. https://doi.org/10.32859/

მსგავსი სტატიები

1-10 — 44

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.