სეფიანთა ირანსა და მოსკოვის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები და საქართველო XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის დასაწყისში

ავტორები

  • კახაბერ დემეტრაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/15/168-192

საკვანძო სიტყვები:

სეფიანთა ირანი, მოსკოვის სახელმწიფო, ოსმალეთის იმპერია, კახეთის სამეფო, ქართლის სამეფო, ვოლგა-ასტრახან-კასპიის სანაოსნო-სავაჭრო მაგისტრალი

ანოტაცია

1578-1590 წლებში მიმდინარეობდა ოსმალეთ-ირანის ომი, რომელშიც, თავდაპირველად, ოსმალთა უპირატესობა გამოიკვეთა. გართულებულმა სიტუაციამ აიძულა ირანის სახელმწიფოს მესვეურები, მოკავშირე მოეძებნათ. მათ გაითვალისწინეს ოსმალეთის იმპერიის მიმართ მოსკოვის სახელმწიფოს უარყოფითი დამოკიდებულება, რაც გამოწვეული იყო პოლიტიკური და ეკონომიკური მეტოქეობით და არჩევანი მასზე შეაჩერეს. 1586 წელს ირანიდან მოსკოვის სახელმწიფოში გაიგზავნა ელჩობა, რომლის მეშვეობით ირანის შაჰი რუსთა მეფეს, ოსმალეთის წინააღმდეგ დახმარების სანაცვლოდ, კასპიის ზღვის ორ მნიშვნელოვან სტრატეგიულ საპორტო ქალაქს - ბაქოსა და დარუბანდს - სთავაზობდა. რუსთა სახელმწიფოს სამეფო კარზე ძალზე მიმზიდველი აღმოჩნდა შაჰის ეს შემოთავაზება და მათ საპასუხო ელჩობა გააგზავნეს ირანში.

1590 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის გაფორმდა საზავო ხელშეკრულება. ამ ზავმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, როგორც მოსკოვის სახელმწიფოში, ისე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ამის გამო დროებით შეწყდა დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვის სახელმწიფოსა და სეფიანთა ირანს შორის. ამ ზავით მიღებული შესვენება ირანის შაჰმა აბას I-მა (1587-1629) გამოიყენა საშინაო საქმეების მოგვარებით. 1592-1593 წლებში მოსკოვის სახელმწიფოში კვლავ დაისვა სეფიანთა ირანთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შექმნის საკითხი. ამიტომაც, კვლავ განახლდა ელჩების მომოსვლა ამ სახელმწიფოებს შორის.

XVI საუკუნის 90-იან წლებში ევროპის ქვეყნებში შემუშავდა ანტიოსმალური კოალიციის პროექტი. მათ მოინდომეს საქართველოსა და ირანის ჩაბმა ამ კოალიციაში, რომელთა მონარქები დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ ამ მოწოდებას.

რაც შეეხება მოსკოვის სახელმწიფოსა და სეფიანთა ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობას, ის შემდეგ საუკუნეშიც გაგრძელდა, რომელთა ურთიერთობაში კავკასიისა და, მათ შორის, საქართველოს საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო.

ავტორის ბიოგრაფია

  • კახაბერ დემეტრაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

    გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

30.11.2023

როგორ უნდა ციტირება

სეფიანთა ირანსა და მოსკოვის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები და საქართველო XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის დასაწყისში. (2023). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 15(15), 168-192. https://doi.org/10.32859/neg/15/168-192

მსგავსი სტატიები

1-10 — 70

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.