თურქეთის სტრატეგიული როლი ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში: ენერგეტიკის სექტორის გავლენები პოლიტიკურ

ავტორები

  • საბა ტაველიშვილი გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0009-0008-9387-153X

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/17/405-414

საკვანძო სიტყვები:

თურქეთი, ევროკავშირი, ენერგო-უსაფრთხოება, სამხრეთ გაზის დერეფანი, საქართველო, ენერგო-ტრანზიტი

ანოტაცია

ევროკავშირის ენერგო უსაფრთხოების საკითხში თურქეთი საკვანძო როლს თამაშობს. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, ენერგო-მომპოვებელ ქვეყნებთან სიახლოვე, თურქეთის სტრატეგიულ მნიშვნელობას ერთი ორად ზრდის. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ძირითადი პრიორიტეტი რუსული გაზის იმპორტის შემცირება გახდა, რიგ შემთხვევაში ნულამდე დაყვანა. ასეთი მასშტაბური და ამბიციური პროექტის განხორციელების ერთადერთი გზა ე.წ. სამხრეთ კორიდორია. სამხრეთ კორიდორის ეფექტურობის გარანტს კი თურქეთის რესპუბლიკა წარმოადგენს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის დამოკიდებულება რუსულ გაზზე კვლავ მაღალია. 2024 წლის მონაცემებით, რუსული გაზის წილმა თურქეთის წლიურ იმპორტში 42.3% შეადგინა, რაც თურქეთ-ევროკავშირის პოლიტიკურ ურთიერთობებში გაუგებრობებს იწვევს. შექმნილი რეალობა ხაზს უსვამს თურქეთის პოლიტიკური პოზიციების სურთულეს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის დივერსიფიკაციის პოლიტიკაში თურქეთს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, თავად თურქეთის ენერგეტიკული სტრუქტურა დაუცველი რჩება, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ევროპავშირთან თანამშრომლობაზე. თურქეთის მიერ, მეზობელ სახელმწიფოებთან, გაფორმებული სატრანზიტო ხელშეკრულებები, სადაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქართველო, ემსახურება სატრანზიტო პოტენციალის ზრდას, რაც თავის მხრივ ახალი მარშრუტებსა და რეგიონის მდგრად განვითარებას ემსახურება. თურქეთის განსხვებული ენერგო-პოლიტიკა, რომელიც დამოკიდებულია წიაღისეულ საწვავზე, ახალი გეოპოლიტიკური კონიუქტურა, რომელიც რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მოჰყვა, ანკარას უზღუდავს შესაძლებლობას ევროკავშირთან გადაჭრას ფართო პოლიტიკური პრობლემები. სტატიაში ენერგო პოლიტიკა განხილულია პოლიტიკური ურთიერთობების ჭრილში, თუ რამდენად შესწევს ძალა პრიორიტეტულ მიმართულებას უპასუხოს ისეთ პოლიტიკურ გამოწვევებს, რომელიც ბოლო ათწლეულია ანკარასა და ბრიუსელის ურთიერთობებში არსებობს. თურქეთის მზარდი სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ეკონომიკურ ასევე პოლიტიკურ პროცესებზე, ბოლომდე მაინც ვერ პასუხობს ევროკავშირთან არსებული პრობლემების მოგვარებას.

 

ავტორის ბიოგრაფია

  • საბა ტაველიშვილი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი და ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტის თურქოლოგიის ინსტიტუტის (ანკარა, თურქეთი) დოქტორანტი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

14.11.2025

გამოცემა

სექცია

პოლიტიკა

როგორ უნდა ციტირება

თურქეთის სტრატეგიული როლი ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში: ენერგეტიკის სექტორის გავლენები პოლიტიკურ . (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 17, 405-414. https://doi.org/10.32859/neg/17/405-414

მსგავსი სტატიები

1-10 — 19

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.