რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ჩრდილოეთ კავკასიურ სეპარატისტულ და ჯიჰადისტურ მოძრაობებზე

ავტორები

  • გიორგი ომსარაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/17/378-404

საკვანძო სიტყვები:

ჩრდილოეთ კავკასია, ჯიჰადიზმი, სეპარატიზმი, რუსეთი, უკრაინა, ომი

ანოტაცია

2022 წელს რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრამ და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამ ახალი იმპულსი მისცა ჩრდილოეთ კავკასიურ სეპარატისტულ და ჯიჰადისტურ ძალებს. პროცესმა ხელი შეუწყო რიგ ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალი პოლიტიკური ერთეულებისა და უკრაინის მხარეს მებრძოლი ქვედანაყოფების ჩამოყალიბებას. რიგ შემთხვევებში ახალ ალიანსებში სეპარატისტებთან ერთად წარმოდგენილი არიან ჯიჰადისტური წარსულის მქონე ძალები, რომლებიც რუსეთთან ბრძოლაში რელიგიურთან ერთად ეროვნული იდეოლoგიის გამოყენებასაც თანხმდებიან. აღნიშნული ტენდენცია შესაძლებელია ჩრდილოეთ კავკასიური ეროვნული მოძრაობების ნაწილის ისლამიზმთან ადაპტაციად შეფასდეს.

წინამდებარე ნაშრომი, კავკასიურ სეპარატისტულ და ჯიჰადისტურ მოძრაობებზე უკრაინაში მიმდინარე ომის ზეგავლენის შესწავლისა და გაანალიზების ერთ-ერთი პირველი მცდელობაა. კვლევის თეორიულ საფუძვლად გამოყენებულია ინტერდისციპლინური მიდგომა, რომელიც აერთიანებს სოციალური კონსტრუქტივიზმისა და სოციალური მოძრაობების თეორიის ელემენტებს. მონაცემთა შეგროვებისათვის ჩატარდა ნახევრად სტრუქტურირებული, ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩრდილოეთ კავკასიის სეპარატისტული მოძრაობების წარმომადგენლებთან. ამასთანავე, განხორციელდა ინტერნეტ სივრცეში კავკასიური სეპარატისტული და ჯიჰადისტური მედია რესურსების შესწავლა ციფრული ეთნოგრაფიის მეთოდის გამოყენებით.

კვლევისას გაანალიზდა ჩრდილოეთ კავკასიური ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების საერთო მიზნები, პოლიტიკური პროექტები, მათთან დაკავშირებული საბრძოლო ქვედანაყოფების ფორმირების პროცესი, ონლაინ აქტივობები და ისლამიზმის მზარდი გავლენა დამოუკიდებლობის მომხრე ჯგუფებზე. სეპარატისტული მოძრაობები ეროვნულ დამოუკიდებლობას და პერსპექტივაში საერთო კავკასიური სახელმწიფოს სხვადასხვა მოდელს განიხილავენ. თავის მხრივ, ტერორისტული ორგანიზაცია კავკასიის საამიროსთვის უალტერნატივო მოდელს წარმოადგენს ერთიანი დამოუკიდებელი შარიათული ჩრდილოეთ კავკასია, რის გამოც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია დემოკრატიულ სეპარატისტულ ძალებთან თანამშრომლობა, ხოლო ისლამური სახელმწიფოს კავკასიური ფრთა რეგიონს მხოლოდ გლობალური სახალიფოს შემადგენლობაში ერთ-ერთ პროვინციად განიხილავს.

ავტორის ბიოგრაფია

  • გიორგი ომსარაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დოქტორანტი

     

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

14.11.2025

გამოცემა

სექცია

პოლიტიკა

როგორ უნდა ციტირება

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ჩრდილოეთ კავკასიურ სეპარატისტულ და ჯიჰადისტურ მოძრაობებზე. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 17, 378-404. https://doi.org/10.32859/neg/17/378-404

მსგავსი სტატიები

1-10 — 16

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.