აშშ-ის ფაქტორი რეგიონული გავლენისთვის ირან-საუდის არაბეთის დაპირისპირებაში
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/17/359-377საკვანძო სიტყვები:
აშშ, ირანი, საუდის არაბეთი, ახლო აღმოსავლეთი, ძალთა ბალანსიანოტაცია
ახლო აღმოსავლეთში, სადაც არაერთი სახელმწიფო ისწრაფვის გავლენისთვის, რეგიონული დომინანტობისთვის ირან-საუდის არაბეთის დაპირისპირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნულ უთანხმოებას რამდენიმე საკვანძო მიზეზი გააჩნია. ისტორიულად კონფესიური და იდეოლოგიური სხვაობის გარდა, ამ ურთიერობის დინამიკას და შესაბამისად, რეგიონში ძალთა ბალანსს განსაზღვრავს კიდევ ერთი ფაქტორი - აშშ და მის პოლიტიკა როგორც ორივე აქტორთან, ისე ზოგადად რეგიონთან მიმართებაში. ირან-საუდის არაბეთის წინააღმდეგობა სათავეს 1979 წლიდან იღებს, როდესაც ირანის ისლამური რევოლუციის შედეგად, გაჩნდა ახალი, მტრულად განწყობილი სახელმწიფო და რეგიონში შეიცვალა არსებული სტატუს-კვო. თუმცა, ქვეყნებს შორის რეგიონის ლიდერობისთვის დაპირისპირება უკავშირდება 2003 წელს, როდესაც ერაყში რეჟიმის ცვლილების შემდეგ, ირანმა დაიწყო პოზიციების გაფართოება რეგიონში. შესაბამისად, სტატია მიმოიხილვას 2003 წლიდან დღემდე, აშშ-ის ცალკეული ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საუდის არაბეთის ურთიერთობებს და ირანთან დაკავშირებით გატარებულ პოლიტიკურ კურსს, რაც შემდგომ დიდწილად აისახებოდა რეგიონული გავლენისთვის ერ-რიადისა და თეირანის კონკურენციაზე. ორი ათწლეულების განმავლობაში ახლო აღმოსაველთში ბუშის, ობამას, ტრამპისა და ბაიდენის ადმინიტრაციების ცვლად მიდგომებს მოკავშირე ერ-რიადთან, თუ მოწინააღმდეგ თეირათან მიმართებაში, შესაბამისი შედეგები მოჰყვებოდა რეგიონში ძალთა ბალანსის გადანაწლების მხრივ.