ომაიანთა შემოჭრილი დირჰემების თელავის განძი

ავტორები

  • ირაკლი ფაღავა გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0000-0003-0962-6221

DOI:

https://doi.org/10.32859/10.32859/neg/17/149-167

საკვანძო სიტყვები:

სამონეტო მიმოქცევა, განძი, შემოჭრილი დირჰემი, არაბობა საქართველოში

ანოტაცია

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს 2022 წელს თელავის მიდამოებში ნაპოვნი ომაიანთა შემოჭრილი დირჰემების განძის პუბლიკაცია-ანალიზს. განძში შედიოდა მხოლოდ ომაიანთა დირჰემები, გადმოცემით 20-25 ცალამდე, მათ შორის: დამასკო: 2 (11.8%); ვასიტი: 11 (64.7); ალ-ქუფა: 1 (5.9); ალ-ბასრა: 2 (11.8); ფილ (უცნობი მდებარეობის იშვიათი ზარაფხანა): 1 (5.9). თარიღების დიაპაზონი: ჰ. 89-120. Taqn განძის ტეზავრირებისთვის განისაზღვრება ყველაზე ახალგაზრდა მონეტით (ჰ. 120 / 737/8). ტეზავრირებულია სავარაუდოდ გვიან 730-იან - 740-იან წლებში.

გადამალვამდე, ყველა დირჰემი შემოჭრის გზით (სიმრგვალის შენარჩუნებით) დაიყვანეს საშუალოდ 1.58 გრამის წონაზე (დიაპაზონი: 1.49-1.69 გ შვიდი შემოჭრილი, მაგრამ აწონილი ეგზემპლარის მიხედვით).

ამ განძის ისტორიული მნიშვნელობა განისაზღვრება მისი უნიკალური შემადგმენლობითა და აღმოჩენის ადგილით: 1) საქართველოში არაბობის დროინდელი ყველაზე ადრინდელი განძია; 2) შედგება მხოლოდ ომაიანთა დირჰემებისგან, ადგილობრივად მიმოქცევაში მყოფი სასანიანთა დრაქმების მინარევის გარეშე; 3) შედგება მხოლოდ შემოჭრით გარკვეულ წონით სტანდარტზე დაყვანილი დირჰემებისგან.

არ არის გამორიცხული, რომ ომაიანთა სამონეტო ვერცხლი თბილისისგან დაშორებულ რეგიონთა ეკონომიკაში უკვე 740-იანი წლებისთვის შეჭრილიყო.

 

ავტორის ბიოგრაფია

  • ირაკლი ფაღავა, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი

     

     

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

14.11.2025

გამოცემა

სექცია

ისტორია, წყაროთმცოდნეობა, ნუმიზმატიკა

როგორ უნდა ციტირება

ომაიანთა შემოჭრილი დირჰემების თელავის განძი. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 17, 149-167. https://doi.org/10.32859/10.32859/neg/17/149-167

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1-10 — 18

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.