ჯვრის მონასტრის სტატუსი სულთან სულეიმან I-ის (1520-1566) მიერ 1538 წელს გაცემულ ფირმანში და მისი შედეგები

ავტორები

  • თამარ მესხი გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0009-0001-2628-836X

DOI:

https://doi.org/10.32859/10.32859/neg/17/88-95

საკვანძო სიტყვები:

სულეიმან I, ფირმანი, ლევან I დადიანი, იერუსალიმი, ჯვრის მონასტერი, მონასტერი მეგრელ-გურჯთა

ანოტაცია

სელიმ I-ის (1512-1520) მიერ 1517 წელს გაცემული ბრძანებულების საფუძველზე, იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, დოროთეოს ატალას (1505-1537), უფლებამოსილებაში დარჩა ხალიფა უმარის (634–644) ახტინამესა და შემდგომი სულთნების ბრძანებულებებით გადაცემული ეკლესია - მონასტრები, რომელთა შორისაც დასახელებულია „მონასტერი ჯვარისა, გურჯთა“

სულეიმან I-ის (1520-1566) მიერ 1538 წელს იერუსალიმის პატრიარქ გერმანესადმი (1537-1579 ბოძებულ ფირმანში ჯვრის მონასტერი მოიხსენიება როგორც „მონასტერი მეგრელ - გურჯთა, ჯვარისა“.  

ბუნებრივია, ჩნდება კითხვები: I. როდის მოხდა და რამ გამოიწვია ეს ცვლილება? II. რა გავლენა მოახდინა ახალმა სტატუსმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერზე?  

კვლევის შედეგად გაირკვა: იმერეთის მეფემ, ბაგრატ III-მ  (1510-1565), 1535 წელს სამცხე იმერეთს შეუერთა, აჭარა და ჭანეთი კი გურიელს გადასცა. ამან ლევან დადიანის ისეთი გულისწყრომა გამოიწვია, რომ უარი უთხრა ბაგრატ III-ს მონაწილეობა მიეღო ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლებში 1543 და 1545 წელს.

1538 წლის ფირმანში იერუსალიმის ჯვრის მონასტრის „მეგრელ - გურჯთა“ მონასტრად მოხსენიება იმას გვაფიქრებინებს, რომ  განაწყენებული ლევან დადიანი 1535-1538 წლებს შორის სულთან სულეიმანს ეახლა და ერთგულება აღუთქვა. სანაცვლოდ სულთანმა ლევან დადიანს უფლება დაუმტკიცა ჯვრის მონასტერზე.

XVI საუკუნის მეორე ნახევარში ქართველებმა დაკარგეს რამდენიმე მონასტერი. ოსმალეთის ხელისუფლების მიერ გაზრდილი გადასახადების გამო, ჯვრის მონასტერი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. XVII საუკუნის დასაწყისიდან ჯვრის მონასტერში ორი წინამძღვრის არსებობა დასტურდება. ერთი იყო აღმოსავლეთ საქართველოდან, მეორე – დასავლეთ საქართველოდან. არ არის გამორიცხული, მონასტერში ორი წინამძღვრის დადგინების საფუძველი 1538 წლის ფირმანი გამხდარიყო. თუმცა, ამ საკითხს საგანგებო კვლევა სჭირდება.

ავტორის ბიოგრაფია

  • თამარ მესხი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

14.11.2025

გამოცემა

სექცია

ისტორია, წყაროთმცოდნეობა, ნუმიზმატიკა

როგორ უნდა ციტირება

ჯვრის მონასტრის სტატუსი სულთან სულეიმან I-ის (1520-1566) მიერ 1538 წელს გაცემულ ფირმანში და მისი შედეგები . (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 17, 88-95. https://doi.org/10.32859/10.32859/neg/17/88-95