ჩინეთ-ინდოეთის სასაზღვრო დავა

ავტორები

  • ჯაბა მესხიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავტორი https://orcid.org/0000-0002-2675-894X

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/16/309-329

საკვანძო სიტყვები:

ჩინეთ-ინდოეთი, აქსაი ჩინი, არუნაჩალ პრადეში

ანოტაცია

ჩინეთ-ინდოეთის სასაზღვრო დავა, XXI საუკუნის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, რომლის მშვიდობიანი მოლაპარაკებებით გადაწყვეტის გზა ჯერჯერობით არ ჩანს. ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო დავა უზარმაზარ ტერიტორიას შეეხება. ჩინური და ინდური მხარე სხვადასხვა ფართობს ასახელებს. ჩინური მხარის მტკიცებით, დაუდგენელი საზღვრის სიგრძე 2000 კმ. შეადგენს, ხოლო ინდური მხარე 3 488 კმ. სიგრძის საზღვარს მიიჩნევს სადავო ტერიტორიად. საზღვრის გარშემო დაძაბულობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თანდათან გამძაფრდა. ბრიტანეთის კოლონიური მმართველობიდან ახლად განთავისუფლებულმა ინდოეთმა და კომუნისტური რევოლუციით ჩინეთის სათავეში მოსულმა ხელისუფლებამ ორ ქვეყანას შორის არსებული საზღვრები ვერ დაადგინა. მათ შორის არსებული უთანხმოება, 1962 წლის 20 ოქტომბერს ჩინეთ-ინდოეთის ომში გადაიზარდა, სადაც ინდოეთი სასტიკად დამარცხდა. მას შემდეგ, დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაძაბულობა, პერიოდულად შეტაკებებში გადადის.

ჩინეთი და ინდოეთი ცდილობენ, სასაზღვრო პრობლემის მოლაპარაკების გზით დარეგულირების მიზნით სხვადასხვა სამშვიდობო მექანიზმები შექმნან. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით შედეგს ვერ აღწევენ. უფრო მეტიც, ორივე მხარე საზღვრის სიახლოვეს ცდილობს გაზარდოს სამხედროთა რაოდენობა და მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ეს ყველაფერი კი ხელს უშლის, ბირთვული იარაღის მქონე, ორ აზიურ გიგანტ სახელმწიფოს შორის მშვიდობიან თანაცხოვრებას და არსებული პრობლემის გადაჭრას.

 

ავტორის ბიოგრაფია

  • ჯაბა მესხიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონიის ცენტრის ხელმძღვანელი 

     

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

26.03.2025

გამოცემა

სექცია

სტატიები

როგორ უნდა ციტირება

ჩინეთ-ინდოეთის სასაზღვრო დავა. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 16, 309-329. https://doi.org/10.32859/neg/16/309-329