ჩინეთ-ინდოეთის სასაზღვრო დავა
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/16/309-329საკვანძო სიტყვები:
ჩინეთ-ინდოეთი, აქსაი ჩინი, არუნაჩალ პრადეშიანოტაცია
ჩინეთ-ინდოეთის სასაზღვრო დავა, XXI საუკუნის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, რომლის მშვიდობიანი მოლაპარაკებებით გადაწყვეტის გზა ჯერჯერობით არ ჩანს. ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო დავა უზარმაზარ ტერიტორიას შეეხება. ჩინური და ინდური მხარე სხვადასხვა ფართობს ასახელებს. ჩინური მხარის მტკიცებით, დაუდგენელი საზღვრის სიგრძე 2000 კმ. შეადგენს, ხოლო ინდური მხარე 3 488 კმ. სიგრძის საზღვარს მიიჩნევს სადავო ტერიტორიად. საზღვრის გარშემო დაძაბულობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თანდათან გამძაფრდა. ბრიტანეთის კოლონიური მმართველობიდან ახლად განთავისუფლებულმა ინდოეთმა და კომუნისტური რევოლუციით ჩინეთის სათავეში მოსულმა ხელისუფლებამ ორ ქვეყანას შორის არსებული საზღვრები ვერ დაადგინა. მათ შორის არსებული უთანხმოება, 1962 წლის 20 ოქტომბერს ჩინეთ-ინდოეთის ომში გადაიზარდა, სადაც ინდოეთი სასტიკად დამარცხდა. მას შემდეგ, დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაძაბულობა, პერიოდულად შეტაკებებში გადადის.
ჩინეთი და ინდოეთი ცდილობენ, სასაზღვრო პრობლემის მოლაპარაკების გზით დარეგულირების მიზნით სხვადასხვა სამშვიდობო მექანიზმები შექმნან. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით შედეგს ვერ აღწევენ. უფრო მეტიც, ორივე მხარე საზღვრის სიახლოვეს ცდილობს გაზარდოს სამხედროთა რაოდენობა და მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ეს ყველაფერი კი ხელს უშლის, ბირთვული იარაღის მქონე, ორ აზიურ გიგანტ სახელმწიფოს შორის მშვიდობიან თანაცხოვრებას და არსებული პრობლემის გადაჭრას.