ინტერტექსტუალური თამაშები - ორჰან ფამუქის „მე წითელი მქვია“

ავტორები

  • თამთა ფარულავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/15/90-100

საკვანძო სიტყვები:

ნიზამი,, ფამუქი,, ინტერტექსტუალიზმი, ჩარჩოსებური თხრობა

ანოტაცია

სტატია განიხილავს ორჰან ფამუქის პოსტმოდერნისტული რომანისა („მე წითელი მქვია“) და ნიზამი განჯელის თხზულების („ხოსროვი და შირინი“)  ტექსტთა შორის ნათესაობისა და დიალოგის საკითხს.  ფამუქის რომანის ეს ინტერტექსტუალობა ალუზიური, თუმცა საკმაოდ გამჭვირვალეა („მე წითელი მქვია“ უმეტესად პირდაპირ გვისახელებს ნიზამის თხზულებასა და მის პასაჟებს).

თურქული რომანის ინტერტექსტუალობის ერთ-ერთი ფუნქცია განმარტება, ახსნა, კომენტირებაა. გარდა ამისა, ის კარგი საშუალებაა პერსონაჟის პორტრეტის ხატვისათვის. მნიშვნელოვანია გამაერთიანებელ ფუნქციაც, რომელიც სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ნიმუშებს ერთმანეთს აახლოებს. უპირველესად კი,  ინტერტექსტუალობა აქ გვიმჟღავნებს ავტორის შემოქმედებით  სტილს.

ორჰან ფამუქის რომანის ინტერტექსტუალობა   ჩარჩოსებური კომპოზიციის თავისებურ ფორმასაც მოგვაგონებს. აქ ერთმანეთს ორი  მყარი, მონოლითური სტრუქტურის სიუჟეტი ეხლართება. პოსტმოდერნიზმმა ეს სიუჟეტები ერთმანეთის გამჭოლ პარალელურ სივრცეებში გადაანაწილა, და ამით  რომანში ჭეშმარიტი დიალოგისათვის ასპარეზი შექმნა.

ავტორის ბიოგრაფია

  • თამთა ფარულავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

30.11.2023

გამოცემა

სექცია

ლიტერატურათმცოდნეობა

როგორ უნდა ციტირება

ინტერტექსტუალური თამაშები - ორჰან ფამუქის „მე წითელი მქვია“. (2023). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 15(15), 90-100. https://doi.org/10.32859/neg/15/90-100

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.