ირანელების საქველმოქმედო საქმიანობა თბილისში (XIX-XX საუკუნეების მიჯნა)*
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/14/198-206საკვანძო სიტყვები:
ირანის საკონსულო, მირზა რეზა ხან არფა ად-დოულე, მირზა მაჰმუდ ხან ალა ალ-მოლქი, „ეთეფაყ-ე ირანიან“, ბაჰმან მირზაანოტაცია
მე-19 საუკუნეში თბილისში ირანელთა საქველმოქმედო საქმიანობა ძირითადად ხორციელდებოდა ირანის საკონსულოსა და გენერალური კონსულების მიერ ორი მთავარი მიმართულებით - ჯანმრთელობის დაცვა და განათლება. თავდაპირველად ამგვარი საქმიანობა შწემთხვევით ხასიატს ატარებდა და დაკავშირებული იყო კონკრეტულ პრობლემებთან. ამგვარი ქველმოქმედების მაგალითებია ირანელთა მიერ თბილისში ეპიდემიების დროს თბილისში საავამდმყოფოების გახსნა ირანის კონსულების ინიციატივით და შეძლებული ირანელების დახმარებით. მე-120 საუკუნის დასაწყისში კი ვითარება იცვლება და იქმნება პირველი საქვემოქმედო საზოგადოებები. სტატიაში განხილულია როგორც ცალკეული მოღვაწეების, ისე საზოგადოებების საქვემოქმედო მოღვაწეობის სხვადასხვა ასპექტები.