თუნისის შეიარაღებული ძალების როლი „არაბული გაზაფხულის“ დროს და ახალი ავტოკრატიის ჩამოყალიბების პროცესში (ეგვიპტისა და სირიის შეიარაღებულ ძალებთან შედარებითი ანალიზის ჭრილში)
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/14/119-130საკვანძო სიტყვები:
თუნისი, ეგვიპტე, სირია, რაბული გაზაფხული, შეიარაღებული ძალებიანოტაცია
სტატიაში განხილულია თუნისში 2010 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ზაფხულამდე მიმდინარე მოვლენები, თუ რა დოზით იყვნენ ჩართულნი თუნისის შეიარაღებული ძალები „არაბული გაზაფხულის“ გარიჟრაჟზე და პოსტრევოლუციურ თუნისში პოლიტიკურ პროცესებში, რა მოტივები განაპირობდა მათი პოლიტიკური პოზიციების ცვლილებებს, ასევე რა განსხვავებებია თუნისის, ეგვიპტისა და სირიის შეიარაღებული სამხედროების ინტერესებს შორის.
თუნისის შეიარაღებულ ძალებზე საჭირო ინფორმაცია, ეგვიპტისა და სირიისგან განსხვავებით, ძალზე მცირეა. თუმცა ხელმისაწვდომი მასალების დამუშავების შემდეგ შესაძლებელი გახდა დამატებითი დასკვნების გამოტანა იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა გარკვეული სახის მსგავსებებთან ერთად, თუნისის „არაბული გაზაფხულის“, ისე მის შემდგომ პერიოდში მოვლენათა განსხვავებული სცენარით განვითარება, რაც, ბუნებრივია, დაკავშირებულია სამხედროებთან. ხაზგასასმელია, რომ სხვა არაბულ ქვეყნებთან შედარებით, თუნისის შეიარაღებული ძალები მცირერიცხოვან ძალას წარმოადგენდა.