ეზიდური ხელნაწერი - ფირ ომარხალანის „მშური“, მისი შესწავლა და კრიტიკული ანალიზი

ავტორები

  • დიმიტრი ფირბარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავტორი
  • ნოდარ მოსაკი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/14/90-104

საკვანძო სიტყვები:

ეზიდური რელიგია, ეზიდური მშურები, ფირ ომარხალანი, შეიხ ჰასან ადი

ანოტაცია

როგორც ცნობილია, ეზიდური რელიგია ეფუძნება რელიგიური ტრადიციის ზეპირ გადმოცემას. ამ თვალსაზრისით, ნაკლებად ცნობილი წმინდა ხელნაწერები - „მშურები“ - წარმოადგენს ერთ-ერთ იშვიათ და უმნიშვნელოვანეს წერილობით წყაროს ეზიდების ისტორიისა და რელიგიის შესასწავლად. ჯერჯერობით მხოლოდ სამი ასეთი დოკუმენტია გამოქვეყნებული. ეზიდური სასულიერო კასტის ფირების გარკვეულ გვარებს მიკუთვნებული ეს დოკუმენტები წარმოადგენს ერთგვარ სიგელებს, რომლებშიც მურიდების გარკვეული ტომები ფირების ამა თუ იმ კონკრეტულ გვარს არის მიწერილი.

სტატიაში მოცემულია ეზიდთა ერთერთი წმინდანის - ფირ ომარხალანის - „მშურის“ კრიტიკული ანალიზი. ცნობილია, რომ ომარხალანი იყო გამოჩენილი ეზიდი წმინდანის, შეიხ ჰასან ადის, უახლოესი თანამებრძოლი.

სტატიაში წარმოდგენილია ინფორმაცია ფირ ომარხალანის და მრავალი ეზიდი წმინდანის შესახებ.

გარდა ამისა, გაანალიზებული „მშურის“ გათვალისწინებით, ავტორები ცდილობენ დააზუსტონ ზოგიერთი ეზიდი წმინდანის სახელები, რომლებიც გვხვდება შეიხი ადისა და შეიხი ჰასანის „ორმოც წმინდან“ თანამებრძოლს შორის. ისინი მოხსენიებულნი არიან ადრევე გამოქვეყნებულ ხელნაწერებშიც, კერძოდ, ფირ ხატიპსის და ფირ ამარ ყუბაისის მშურებში.

ავტორის ბიოგრაფიები

  • დიმიტრი ფირბარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

    ასოცირებული მკვლევარი, ეზიდური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი,

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

     

  • ნოდარ მოსაკი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

    მკვლევარი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

26.03.2025

გამოცემა

სექცია

რელიგიის კვლევები

როგორ უნდა ციტირება

ეზიდური ხელნაწერი - ფირ ომარხალანის „მშური“, მისი შესწავლა და კრიტიკული ანალიზი. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 14(14), 90-104. https://doi.org/10.32859/neg/14/90-104

მსგავსი სტატიები

1-10 — 35

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.