ქალთა მდგომარეობა ერაყში მამლუქთა მმართველობის დროს
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/15/193-198საკვანძო სიტყვები:
ქალთა მდგომარეობა, მამლუქები, ერაყი, კულტურულ–საგანმანათლებლო სფერო, ჩრდილოკავკასიელებიანოტაცია
წინამდებარე სტატიის მიზანია განიხილოს და ნათელი მოჰფინოს ქალთა ცხოვრება-მოღვაწეობას და მათ მდგომარეობას ერაყში მამალუქთა წრიდან გამოსულ მმართველთა ზეობის ხანაში. განხილულია როგორც ე.წ. „დაბალი ფენის“ წარმომადგენელთა ცხოვრება-მოღვაწეობა, ასევე არისტოკრატული ფენის წარმომადგენელი ქალების მიერ გადადგმული ნაბიჯები კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში. ჩვენს ხელთ არსებული შესაბამისი წყაროებისა და მასალების სიმწირის გამო აღნიშნული თემატიკის შეწავლას გააჩნია გარკვეული პერსპექტივები დამატებითი მასალების მოძიების შემდეგ. ამავდროულად აქტუალურად მიგვაჩნია ქალთა მდგომარეობის შესწავლა იმ თვალსაზრისით, თუ რა ისტორიული ტრადიცია გააჩნდა ერაყს ქვეყანაში დღევანდელი ქალთა უფლებებისა და მდგომარეობის ფორმირების საქმეში.