„ხალიფას“ კონცეფცია შიიტურ და სუნიტურ სწავლებებში

ავტორები

  • თინათინ ქაროსანიძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი ავტორი
  • გიორგი ნარიმანიშვილი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/15/144-158

საკვანძო სიტყვები:

ხალიფა, სუნიზმი, შიიზმი, ისლამიk, სახალიფო

ანოტაცია

ხალიფას კონცეფციას ისლამის ისტორიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მოციქულ მუჰამადის გარდაცვალების შემდეგ ჩამოყალიბებული ისლამური სახელმწიფოს მოწყობა ხალიფას ინსტიტუტს დაეფუძნა. ხალიფა კი გახდა მოციქულის ნაცვალი ანუ მოადგილე, რომელიც სახელმწიფოს საღვთო კანონებით მართავდა.

ხალიფას კონცეფცია დიდ დავას იწვევდა და იწვევს: ისლამის ისტორიაში რელიგიური დაყოფიდან გამომდინარე, ხალიფას კონცეფციის ორი ძირითადი ხაზი ჩამოყალიბდა: სუნიტური და შიიტური. კვლევაში განხილულია "ხალიფას" ტერმინი და მისი ისტორიული განვითარება, ხალიფას ინსტიტუტის ჩამოყალიბების ისტორია, მისი როლის და ფუნქციების ისტორიული განვითარების ანალიზი და ის სუნიტური და შიიტური კონცეფციები, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა ისლამურ პოლიტიკურ აზროვნებაში.

ხალიფას კონცეფციის კვლევისთვის არსებობს წყაროები, როგორიცაა ბიოგრაფიები თუ ისტორიული ქრონიკები, რომელიც ძირითადად აბასელთა მმართველობის პერიოდით თარიღდება და ნაკლებად ვხვდებით შესაბამის წყაროებს თვითონ მოციქულის, პირველი ოთხი ხალიფას თუ ომაელთა მმართველობის პერიოდით დათარიღებულს. ამის გამო, ხშირია განსხვავებული ინტერპრეტაციები მომდევნო პერიოდის წყაროების ნარატივებში. ხალიფას კონცეფციის კვლევისას მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ყურანი და ის სურები და აიები, რომლიც ხალიფას ეხება. ყურანის განმარტებებისას კვლევა ეყრდნობა ყურანის სუნიტი კომენტატორების ატ-ტაბარისა და ალ-ზამახშარის და შიიტი კომენტატორის ალ-ტუსის ვერსიებს.

თანამედროვე მკვლევარებს შორის კვლევაში გამოყენებულია რამდენიმე ფუნდამენტური ნაშრომი. კენედი (1986) გვთავაზობს სახალიფოს დეტალურ ისტორიას შუა საუკუნეებში, არნოლდი (1965) და დონერი (1999) სახალიფოს თეორიის საინტერესო ანალიზსა და ისტორიას, ქროუნის (2003) ნაშორმი ასევე საინტერესო წყაროა ხალიფას კონცეფციის ანალიზისთვის. ასევე მნიშვნელოვანი ნაშრომებია მუსლიმი მოაზროვნეების და მათ შორის საიდ კუტბის, რომელსაც ძირითადად რადიკალი ისლამისტები იყენებენ საკუთარი პოზიციების დასაცავად.

ავტორის ბიოგრაფიები

  • თინათინ ქაროსანიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

    თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და დეკანი

  • გიორგი ნარიმანიშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

    თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

30.11.2023

გამოცემა

სექცია

რელიგიის კვლევები

როგორ უნდა ციტირება

„ხალიფას“ კონცეფცია შიიტურ და სუნიტურ სწავლებებში. (2023). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 15(15), 144-158. https://doi.org/10.32859/neg/15/144-158

მსგავსი სტატიები

1-10 — 11

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.