მუსტაფა ქემალ ათათურქი და თურქული სეკულარიზმი
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/17/76-87საკვანძო სიტყვები:
Mustafa Kemal Atatürk, secularism, Islam, Turkeyანოტაცია
მუსტაფა ქემალ ათათურქის და თურქული სეკულარიზმის/ლაიციზმის საკითხების შესწავლა და ანალიზი განაპირობა იმან, რომ ქართული ისტორიოგრაფია ამ პრობლემას სათანადო ყურადღებას არ აქცევდა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომები არ არსებობს.
წინამდებარე ნაშრომში უწყვეტ ჯაჭვში განვიხილავთ თურქული სეკულარიზმის ანალიზს, რაც საკითხის როგორც ისტორიული ასპექტის, ისე მისი თანამედროვე რეალობის ვიზუალიზაციას გარკვეულწილად შესაძლებელს გახდის. კვლევაში შევეცადეთ მკაფიო ხაზი გაგვევლო იმ პრობლემებზე, რომლებიც აქტიურად ჩნდებოდა მათ ურთიერთობაში.
ნაშრომი ეხება მ. ქ. ათათურქის დამოკიდებულებას, თურქული სეკულარიზმის/ ლაიციზმის საკითხის შესწავლას კრიტიკული ანალიზის მეთოდის გამოყენებით. აღნიშნული საკითხების შესწავლამ და ანალიზმა მოგვცა საშუალება ნათლად გაგვეგო პრობლემის ძირითადი საკითხები და მისი ისტორიული ასპექტები. ნაშრომში მკაფიოდაა გადმოცემული სეკულარიზმის საკითხები და ახლებურად არის წარმოდგენილი თანამედროვე მიდგომები თურქული სეკულარიზმის მიმართ.