ფერეიდნელი ქართველის ახალი „მოგზაურობათა წიგნი“

Authors

  • Nikoloz Nakhutsrishvili Ilia State Univerity, G. Tsereteli Institute of Oriental Studies Author

DOI:

https://doi.org/10.32859/wtjg5c87

Abstract

„საფარ-ნამე“ ანუ „მოგზაურობის წიგნი“ სპარსულ მწერლობაში საუკუნეების მანძილზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. გავიხსენოთ მე-11 საუკუნეში სხვადასხვა ქვეყანაში ნასერ ხოსროს 7-წლიანი მოგზაურობის წიგნი ანდა ყაჯარების პერიოდის მრავალი „საფარ-ნამე“, რომლებშიც საქართველოს აღწერაც ხშირად მოხვედრილა. მოგზაურობის მოყვარული ირანელები ახლაც არ იზარებენ საკუთარი შთაბეჭდილებების დაფიქსირებას და გავრცელებას ირანულ პერიოდიკასა თუ სოციალურ ქსელებში. ნაბეჭდი წიგნის სახით კი ჩვენს დროში სპარსულენოვან „საფარ-ნამეებს“ უფრო იშვიათად ვხვდებით.

ამ მხრივ სასიამოვნო გამონაკლისს წარმოადგენს ფერეიდნელი ქართველის აბოლყასემ აჰმადი-მიანდაშთის წიგნი „ერთი ქართველის მოგზაურობა ზაგროსიდან კავკასიამდე“, რომელიც შარშან გამოსცა ქალაქ ყუმში მოქმედმა გამომცემლობამ „ჯეჰან-ე ანდიშე-ჲე ქუდაქან“ (ქართულად: ბავშვთა აზროვნების სამყარო). ამ მოგზაურობის წიგნში დეტალურადაა აღწერილი ავტორის 10-დღიანი ყოფნა საქართველოში 2018 წლის აპრილ-მაისში.

 

Published

26.03.2025

How to Cite

ფერეიდნელი ქართველის ახალი „მოგზაურობათა წიგნი“. (2025). The Near East and Georgia, 16, 351-354. https://doi.org/10.32859/wtjg5c87