დავუდალი სეფიანის „დიდი ფერეიდანის გეოგრაფია“

Authors

  • Nikoloz Nakhutsrishvili G. Tsereteli Institute of Oriental Studies, Ilia State University Author

DOI:

https://doi.org/10.32859/

Abstract

 

ფერეიდნელი ქართველი,  დოქტორი დავუდალი სეფიანი არის ირანის თავისუფალი ისლამური უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ურბანიზაციის კათედრისა და ფაიამე ნურის უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის ლექტორი. მისი ნაშრომი „დიდი ფერეიდანის  გეოგრაფია“ აგრძელებს ირანში მცხოვრები ქართველი მკვლევრების ტრადიციას, რომელიც გულისხმობს ირანში ქართველებით დასახლებული რეგიონებისა თუ ცალკეული ქალაქებისა და სოფლების გეოგრაფიის, ისტორიის, კულტურისა და ეთნოგრაფიის შესწავლას. ჩვენთვის ცნობილი პირველი ასეთი ნაშრომი, რომელიც ფერეიდანს ეხება, 1979 წელს დაწერა და გამოსცა ფერეიდნელმა ქართველმა მოჰამად სეფიანიმ. მას შემდეგ მრავალი წიგნი და ბროშურა დაიბეჭდა ირანელი ქართველების მიერ, რომელთა შესახებ მკითხველი ინფორმაციას მიიღებს  გრიგოლ ბერაძისა და ნიკოლოზ ნახუცრიშვილის სტატიიდან.

 

Published

14.11.2025

How to Cite

დავუდალი სეფიანის „დიდი ფერეიდანის გეოგრაფია“. (2025). The Near East and Georgia, 17, 511-514. https://doi.org/10.32859/