აკელდამა - ბიბლიური ტერმინის სემანტიკური ტრანსფორმაციის გამოვლინება

ავტორები

  • ელისო ელიზბარაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავტორი https://orcid.org/0000-0001-9908-0829

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/16/74-85

საკვანძო სიტყვები:

აკლდამა, ეტიმოლოგია, სემანტიკური მნიშვნელობა, სისხლის მიწა, სამარხი ნაგებობა

ანოტაცია

სტატიაში განხილულია სიტყვის აკელდამა/აკლდამა, რაც ქართულში ბერძნულის გზით (Ἀκελδαμά v.l. Ἀκελδαμάχ) უნდა შემოსულიყო, სემანტიკური მნიშვნელობის ევოლუცია.  თავის მხრივ, იგი არამეულიდან მომდინარეობს חקל דמא (Ḥaqel D'ma) და ითარგმნება როგორც „სისხლის მიწა“, ანუ „დაბაჲ სისხლისაჲ“, როგორც მათეს სახარებასა და მოციქულთა საქმეში დასტურდება (ბრძ. χωρίον αἴματος, ἀγρὸς αἴματος; ლათ. ager sanguinis ). თუმცა, შემდგომში ეს სიტყვა ბერძნულ ენაში არ დამკვიდრებულა და მისი გამოყენება მხოლოდ აღნიშნული მნიშვნელობითა და კონტექსტით შემოიფარგლა განსხვავებით ქართულისგან, სადაც აკლდამა საპატიო სამარხი ნაგებობის აღმნიშვნელი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ის იუდა ისკარიოტელის ცოდვასთან ასოცირდება, რამდენადაც ოცდაათი ვერცხლის საფასურად შეძენილ მიწას აღნიშნავს. სიტყვის აკელდამა სემანტიკური მნიშვნელობის ასეთი ტრანსფორმაცია სტატიაში ახსნილია იერუსალიმში ამ სახელით ცნობილ ადგილას მომლოცველთა დაკრძალვის ტრადიციით, რაც კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი ქართველთათვის იმ დროისათვის იერუსალიმის სასულიერო კერებში მოღვაწე თანამემამულეთა მეშვეობით და, რაც გამოძახილია მათეს სახარებისა, რომ მღვდელ-მთავრებმა ეს მიწა იყიდეს „საფლავად უცხოთა“. ამავე ადგილას XIIს-ში ჰოსპიტალერების ორდენის წევრებმა, წმ. იოანეს რაინდებმა ააშენეს დიდი მიწისქვეშა თაღოვანი ნაგებობა, რომელსაც უწოდებდნენ Chaudemar-ს, რაც დამახინჯებული ფორმაა სიტყვებისა Champ de Mar (სისხლის ველი), ანუ როგორც იწოდება აკელდამა მოციქულთა საქმეში. ამ გარემოებამ, თავის მხრივ, განაპირობა სიტყვა აკელდამა/აკლდამას სემანტიკური მნიშვნელობის ევოლუცია და მისი თავდაპირველი მნიშვნელობის სრული ინვერსია იუდას ცოდვიდან საპატიო სამარხ ნაგებობამდე.

ავტორის ბიოგრაფია

  • ელისო ელიზბარაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

26.03.2025

გამოცემა

სექცია

სტატიები

როგორ უნდა ციტირება

აკელდამა - ბიბლიური ტერმინის სემანტიკური ტრანსფორმაციის გამოვლინება. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 16, 74-84. https://doi.org/10.32859/neg/16/74-85

მსგავსი სტატიები

1-10 — 13

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.