ეტიმოლოგიური პარალელები: მცხეთა – მასხითა/მაშკითა - დიმაშკ
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/15/58-72საკვანძო სიტყვები:
მცხეთა, მასხითა, დიმაშკ, მუშქები, ეტიმოლოგიაანოტაცია
სტატიაში წარმოდგენილია მცხეთის, დამასკოს (dimašq) და სირიის ერთ–ერთი ისტორიული დასახლებული პუნქტის, მასხითას (masÕ×tÁ < mašq×tÁ) ეტიმოლოგიები. ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგენილია კავშირი მათ შორის. კერძოდ, ქართლის დედაქალაქის სახელი მცხეთა (ისევე, როგორც სამცხე), ეტიმოლოგიურად მესხეთთან ასოცირდება, რომელიც, სავარაუდოდ, სათავეს მცირე აზიის მუშქების/მოსოხების უძველესი ტომიდან იღებს (შდრ. ბიბლიური მეშეხი).
სირიის საპორტო ქალაქ ლატაკიის მიდამოებში არსებული ისტორიული სოფელი მასხითა (masÕ×tÁ) არაბულად შ”ნ–ით და კˆფ–ით იწერება (mašq×tÁ - مشقيتا). ამგვარად, წერილობითი ტრადიციის თანახმად, რომელიც ძველ, ისტორიულ ვითარებას ასახავს, სოფლის სახელია მაშკ”თˆ. დასახლება ძველი ასურელების დაარსებული უნდა იყოს, ამიტომაც მისი სახელი არაარაბული წარმომავლობისაა. „მაშკ”თˆ“-ს, „მასხ”თˆ“–თი ჩანაცვლება, დროთა განმავლობაში, სასაუბრო არაბულის ზეგავლენით უნდა აიხსნას. ეტიმოლოგიურად მაშკ”თˆ//მასხ”თˆ შეიძლება უკავშირდებოდეს სემიტურ sqy – ძირს, რომლის მნიშვნელობაა „რწყვა“, „მორწყვა“, წყალუხვობა“. მუშქები (მუშკები) უძველეს დროში, კერძოდ, ძვ. წ.–ის მეორე ათასწლეულში, ზემო მესოპოტამიის წყალუხვ ტერიტორიაზე ბინადრობდნენ. სავარაუდოა, რომ ხეთების სამეფოს დაცემის შემდეგ მათი მიგრაციული ტალღები მცირე აზიაში ქმნიდნენ დასახლებებს, ან ასიმილირდებოდნენ. ივ. ჯავახიშვილი ანტიკური ხანის წინარე პერიოდში მცირე აზიიდან ემიგრირებულებად განიხილავდა მუშქებისა და თობალების ქართველურ ტომთა წინაპრებს. უნდა აღინიშნოს, რომ შუამდინარეთიდან წამოსულმა მუშქებმა კაბადოკიაში შექმნეს სამეფო. დედაქალაქს დაარქვეს „მასახა“, რომელიც მათ მამამთავარს, „მოსოხს“ უკავშირდება (იოსებ ფლავიუსი).
სატომო სახელი „მუშქ“ (mušk) ფიქსირდება, ჩვენი აზრით, უძველესი ქალაქის, დამასკოს (არაბულად – დიმაშკ - dimašq) სახელწოდებაშიც. არამეულში გვაქვს dammašq, ძველ ებრაულში dammešeq. ყუმრანის წარწერებში ფიქსირდება darmešeq. დˆრ მეშეკ–ში პირველი წევრი – დˆრ (dÁr) საცხოვრისს ნიშნავს, ხოლო მეორე წევრი – მეშეკ (mešeq), ჩვენი აზრით, მუშქების (მუშკების) ტომს. ამგვარად, დიმაშკ (dimašq - دمشق) შეიძლება ითარგმნოს, როგორც „მუშქების საცხოვრისი“. დამასკოს აღნიშნული ეტიმოლოგია პირველად არის შემოთავაზებული ვრცელი სამეცნიერო ლიტერატურის შედარებითი ანალიზის საფუძველზე.