იაპონიის სადავო ტერიტორიები
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/15/447-473საკვანძო სიტყვები:
იაპონია, სადავო კუნძულები, ჩიშიმა/კურილი, სენკაკუ/დიაოუ დაო, ტაკეშიმა/დოკდოანოტაცია
რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომმა, თანამედროვე სამყარო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ომის შედეგებმა შესაძლოა დომინოს ეფექტი იქონიოს და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, ე.წ. „ისტორიული სამართლიანობის აღდგენის“ მოტივით ახალი კონფლიქტების წარმოქმნას შეუწყოს ხელი.
იაპონიას მეზობელ ქვეყნებთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, სამხრეთ კორეასა და რუსეთის ფედერაციასთან გადაუწყვეტელი ტერიტორიული დავები გააჩნია. იაპონია რუსეთის ფედერაციას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოკუპირებულ კურილიის კუნძულების დაბრუნებას სთხოვს, ხოლო სამხრეთ კორეას ტაკეშიმას კუნძულების უკანანო მითვისებაში სდებს ბრალს. თავის მხრივ, იაპონიას, კიდევ ერთი მისი მეზობელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სენკაკუს კუნძულების გამო ედავება. დაპირისპირებულ მხარეები საკუთარი პოზიციების დაცვას, როგორც საერთაშორისო კანონმდებლობით, ასევე ისტორიული ფაქტების მოშველიებით ცდილობენ.
ოფიციალურ განცხადებებში, მხარეები დავის გადაჭრას, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებენ, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებმა, შესაძლოა გავლენა შორეულ აღმოსავლეთზეც მოახდინოს.