კიბერფემინიზმი ირანში
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/15/396-411საკვანძო სიტყვები:
ირანი, მაჰსა ამინი, ქალთა მოძრაობა, ქალთა უფლებებიანოტაცია
2022 წლის 16 სექტემბერი ირანის თანამედროვე ისტორიასა და ქალთა მოძრაობაში გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს. მორალის პოლიციის მიერ სამოსის არასწორად ტარების გამო დაკავაბეული ახალგაზრდა ქურთი გოგონას, მაჰსა ამინის, სიკვდილმა ბიძგი მისცა ირანელ ქალებს, და არა მხოლოდ, სრული მოულოდნელობითა და მასშტაბურობით დაეწყოთ ბრძოლა როგორც საკუთარი, ისე ქვეყნის კეთილდღეობისთვის. 2022 წლის დემონსტრაციები ისლამური რევოლუციის შემდეგ გახლდათ პირველი, რომელიც მიმდინარეობდა ქალების სახელით და ქალთა რევოლუციის სახელით მოიხსენიება საერთაშორისო საზოგადოებისა და თავად აქტივისტების მიერ. დღეს ეს რევოლუცია მიძინების ფაზაშია, მაგრამ ირანის პარადოქსულობიდან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, ქალები და მათი მხარდამჭერები ისევ ქმნიდნენ ახალ, უკეთეს სცენარს ფარდის მიღმა, რომლიც უფრო რეალური შედეგების მომტანი იქნება.