სურამი ისრაელის ქართულენოვან მწერლობაში

ავტორები

  • ლალი გულედანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/14/7-13

საკვანძო სიტყვები:

სურამი, ებრაელები, ურბანიზაცია, რკინიგზა, ისრაელი

ანოტაცია

ებრაელები სურამში უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ. მათ ყოველთვის სწამდათ, რომ ისინი 2600 წლის წინ პირველად მოსულ ებრაელებს მიეკუთვნებოდნენ და იმთავითვე დასახლდნენ აქ. ისინი  ყველაზე ძველ ტერიტორიაზე, სურამის ციხის მიდამოებში ცხოვრობდნენ, ცალკე უბნად სახლდებოდნენ და სახაზინო, საბატონო და საეკლესიო ყმებად ითვლებოდნენ. მათი ძირითადი საქმიანობა ვაჭრობა - ხელოსნობა იყო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში არც სოფლის მეურნეობას არიდებდნენ თავს, თუმცა ხაზგასასმელია, რომ ებრაული იდენტობის ძირითადი მარკერი თემის წარმომადგენლების საქმიანობა - აღებ- მიცემობაა, რაც ზოგადად საქართველოს მასშტაბით ებრაელობის მთავარი მახასიათებელი იყო  საუკუნეების მანძილზე. სურამის სტრატეგიულმა მდებარეობამ და შესაბამისად, სავაჭრო-ეკონომიკურ რუკაზე აქტიურმა ჩართვამ ხელი შეუწყო და დააჩქარა ურბანიზაციის პროცესი და საბოლოოდ ჩამოაყალიბა აქ ქართული ებრაული თემი. ისე როგორც მთელს საქართველოში,  ტრადიციებს ნაზიარები სურამის ებრაელობა მტკიცედ იცავდა ებრაული რელიგიური ცხოვრების წესს ოჯახებში და   ბიბლიურ ტრადიციებს თემის სალოცავ სინაგოგაში.

ავტორის ბიოგრაფია

  • ლალი გულედანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

    პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

26.03.2025

გამოცემა

სექცია

ლინგვისტიკა და ლიტერატურათმცოდნეობა

როგორ უნდა ციტირება

სურამი ისრაელის ქართულენოვან მწერლობაში. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 14(14), 7-16. https://doi.org/10.32859/neg/14/7-13

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.