რევოლუცია ირანის შიიტურ სამღვდელოებაში: აიათოლა შარიათმადარის ჩამოქვეითება

ავტორები

  • ნიკო ქელბაქიანი გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/17/431-453

საკვანძო სიტყვები:

შარიათმადარი, ხომეინი, შიიტური სამღვდელოება, ველაიათ-ე ფაყიჰი, ირანის რევოლუცია

ანოტაცია

აიათოლა სეიედ მოჰამად ქაზემ შარიათმადარი (1906-1986 წწ.) 1979 წლის ირანის რევოლუციის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. ამასთანავე, იგი იყო ერთ-ერთი გამორჩეული მაღალი რანგის სასულიერო პირი, რომელსაც რევოლუციის წინამძღოლისგან, აიათოლა რუჰოლაჰ ხომეინისგან, განსხვავებული პოლიტიკური ხედვა ჰქონდა. შარიათმადარი ტრადიციონალისტი შიიტი სასულიერო პირი იყო და, შესაბამისად, ხომეინის ველაიათ-ე ფაყიჰის (ისლამური სამართალმცოდნის მმართველობა) იდეას არ იზიარებდა.

შარიათმადარის სერიოზული პოლიტიკური გავლენა ჰქონდა, განსაკუთრებით თავის მშობლიურ თავრიზში, ხოლო ისლამური სახალხო რესპუბლიკური პარტია (ისრპ), რომელიც მასთან იყო დაკავშირებული, რევოლუციის მონაწილე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტია იყო. ეს პარტია აღსანიშნავია იმითაც, რომ რევოლუციის პერიოდში არახომეინისტური ისლამისტური პარტიები იშვიათობა იყო.

თუმცა შარიათმადარისნაირი ფიგურა ახალი ხელისუფლებისთვის გამოწვევა იყო. 1982 წელს იგი დაადანაშაულეს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში  და პოლიტიკური არენიდან განდევნეს. იგი ოთხი წლის შემდეგ, 80 წლის ასაკში, შინა პატიმრობაში გარდაიცვალა.

გარდა ამისა, შარიათმადარის დიდი აიათოლას ტიტულიც ჩამოართვეს, რაც ხომეინის კიდევ ერთი რევოლუციის ნიშანი იყო, ამჯერად უკვე ირანულ შიიტურ სამღვდელოებაში. შარიათმადარის ჩამოქვეითებამ აჩვენა, რომ ახალი ხანა დაიწყო ირანის შიიტურ სამღვდელოებაში, რომელშიც სასულიერო პირთა რანგების მინიჭება თუ ჩამორთმევა უკვე ისლამური რესპუბლიკის მიერ ხდება.

ავტორის ბიოგრაფია

  • ნიკო ქელბაქიანი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

     

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

14.11.2025

გამოცემა

სექცია

პოლიტიკა

როგორ უნდა ციტირება

რევოლუცია ირანის შიიტურ სამღვდელოებაში: აიათოლა შარიათმადარის ჩამოქვეითება. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 17, 431-453. https://doi.org/10.32859/neg/17/431-453

მსგავსი სტატიები

1-10 — 98

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.