XX საუკუნის დამდეგის თბილისი ირანელი მხატვრის მემუარებში
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/15/159-167საკვანძო სიტყვები:
თბილისი, თავრიზი, სეიდ ებრაჰიმ აყა მირი, სეიდ ჰოსეინიანოტაცია
XIX საუკუნის მეორე ნახევარში ირანელი, განსაკუთრებით კი თავრიზელი (ირანის აზერბაიჯანი) მხატვრებისთვის თბილისი იყო უახლოესი ქალაქი, სადაც შეიძლებოდა ევროპული აკადემიური მხატვრობის პრინციპების, მეთოდებისა და ტექნიკის გაცნობა და დაუფლება. ამ დროს თბილისში ფუნქციონირებდა არაერთი სამხატვრო საზოგადოება და კერძო თუ სახელმწიფო სამხატვრო სკოლა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისში სამხატვრო განათლება მიიღო თავრიზელი არჟანგების დინასტიის სამმა წევრმა, რომლებიც თანამედროვე ირანული მხატვრობის გამორჩეულ სახეებად ითვლებიან: სეიდ ებრაჰიმ აყა მირმა და მისმა ვაჟებმა სეიდ ჰოსეინმა და სეიდ აბასმა.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
30.11.2023
გამოცემა
სექცია
ისტორია
როგორ უნდა ციტირება
XX საუკუნის დამდეგის თბილისი ირანელი მხატვრის მემუარებში. (2023). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 15(15), 159-167. https://doi.org/10.32859/neg/15/159-167