რელიგია და კულტურა ირანის საგარეო პოლიტიკაში

ავტორები

  • მირანდა ბაშელეიშვილი გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/17/301-316

საკვანძო სიტყვები:

ირანი, საგარეო პოლიტიკა, შიიტური ისლამი, ირანული კულტურა

ანოტაცია

1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები განხორციელდა. იმავე წელს მიღებული კონსტიტუციით ირანი ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადდა და განისაზღვრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტებები.  ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ფორმირების პროცესში ისლამური იდეოლოგია, რაციონალიზმი და პრაგმატიზმი მონაცვლეობით იკავებდა წამყვან როლს. თეირანის თანამედროვე საგარეო პოლიტიკა, მთელ „მსოფლიოსთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარებას“ ეყრდნობა და ძირითადად, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას და მრავალმხრივი განვითარების გრძელვადიან პერსპექტივას ეფუძნება.

 სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ რეგიონს ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ირანის საგარეო პოლიტიკაში.  1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ირანისა და რეგიონის დამოუკიდებელი ქვეყნების ურთიერთობებისთვის ახალი პერსპექტივა შეიქმნა. ირანის როლი სამხრეთ კავკასიაში ძირითადად პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტებით განისაზღვრებოდა. ასეთ პირობებში თეირანისთვის საგარეო ურთიერთობებში მთავარ კომპონენტებს რელიგია-შიიტური ისლამი, სპარსული ენა და ირანული კულტურა წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმ პოტენციალისა, რასაც ირანს რეგიონთან საერთო ისტორიული და კულტურული წარსული უქმნიდა, თეირანმა კავშირების გაღრმავების შესაძლებლობა  საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ბოლომდე ვერ გამოიყენა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ირანსა და დასავლეთს შორის არსებული კონფრონტაციაა, რაც თეირანის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში გამოიხატება.  2020 წელს ყარბაღის მეორე ომის შემდეგ, რეგიონში მიმდინარე ცვლილებები ირანს  გააქტიურებისკენ უბიძგებს. ამ  მხრივ კი, რელიგიას და კულტურას კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი ექნება რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებაში.

 

 

ავტორის ბიოგრაფია

  • მირანდა ბაშელეიშვილი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი და გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი

     

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

14.11.2025

გამოცემა

სექცია

პოლიტიკა

როგორ უნდა ციტირება

რელიგია და კულტურა ირანის საგარეო პოლიტიკაში. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 17, 301-316. https://doi.org/10.32859/neg/17/301-316

მსგავსი სტატიები

1-10 — 26

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.