ევროპელ მოგზაურთა ცნობები თბილისის მოსახლეობის შესახებ (XIX საუკუნის მეორე ნახევარი)

ავტორები

  • ირინე ნაჭყებია გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0009-0005-7022-5031

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/17/118-148

საკვანძო სიტყვები:

ევროპელი მოგზაურები, თბილისის მოსახლეობა, ეთნიკური შემადგენლობა, სალაპარაკო ენები, მოსახლეობის საქმიანობა

ანოტაცია

წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია XIX საუკუნის მეორე ნახევარში თბილისში სხვადასხვა მიზნით ჩამოსულ ევროპელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს დედაქალაქის, თბილისის მოსახლეობის ეთნო-რელიგიური შემადგენლობის შესახებ. ამ ინფორმაციას მოგზაურები ქალაქის ქუჩებში, ბაზრებსა და ბაღებში ნანახის საფუძველზე გვაწვდიან, თბილისის ბაზარი კი ეთნოსებისა და ენების ბაბილონადაა დასახელებული, დაწვრილებითაა აღწერილი სხვადასხვა ხალხების სამოსი და საქმიანობა. მოგზაურთა ცნობების საფუძველზე სტატიაში წარმოდგენილია მასალა თბილისის მკვიდრი მოსახლეობის – ქართველების, სომხების, თათრების, სპარსელების და იქ XIX საუკუნის დასაწყისიდან დასახლებული რუსების, გერმანელებისა და ფრანგების ხასიათისა და საქმიანობის შესახებ. ფრანგი დიპლომატი ჟიულ პატენოტრი თბილისს სამართლიანად უწოდებდა ჰიბრიდულ ქალაქს, სადაც ერთმანეთში ყველაზე განსხვავებული ელემენტები ირეოდა, მაგრამ ერთმანეთს არ ერწყმოდა. ბელგიელი მოგზაური ქალის, კარლა სერენას თქმით, ტიპებისა და ინდივიდების მრავალფეროვნების გამო თბილისი კავკასიის რუკის ნიმუში იყო. 

ამგვარად, XIX საუკუნის განმავლობაში თბილისი მნიშვნელოვან მულტიკულტურულ როლს ასრულებდა, რადგან იქ ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლები თანაარსებობდნენ, რაც ამ ქალაქის მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშნი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი მოგზაურების ცნობები არ არის დაზღვეული გარკვეული სუბიექტურობისგან, მათ თხზულებებში დაცული მასალა საქართველოს შესახებ მეტად ღირებული წყაროა. 

ავტორის ბიოგრაფია

  • ირინე ნაჭყებია , გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

     

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

14.11.2025

გამოცემა

სექცია

ისტორია, წყაროთმცოდნეობა, ნუმიზმატიკა

როგორ უნდა ციტირება

ევროპელ მოგზაურთა ცნობები თბილისის მოსახლეობის შესახებ (XIX საუკუნის მეორე ნახევარი). (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 17, 118-148. https://doi.org/10.32859/neg/17/118-148

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1-10 — 34

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.