ბაღდადში ალ-ჯარხაჯის ინსტიტუტის ისტორიიდან
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/16/129-135საკვანძო სიტყვები:
ალ-ჯარხაჯი, ღამის გუშაგი, საქართველო, , ბაღდადი, სამხედრო აღჭურვილობა, უსაფრთხოების სიმბოლოანოტაცია
წინამდებარე სტატიის მიზანს წარმოადგენს ალ-ჯარხაჯის (ალ-ჩარხაჩი), ანუ ღამის გუშაგის ინსტიტუტის მიმოხილვას ბაღდადისა და მთელი ერაყის მემკვიდრეობაში. რას წარმოადგენდა ალ-ჯარხაჯი? ტერმინი თურქული (ოსმალური) წარმომავლობისაა (جرخه جي), რაც ნიშნავს მცველს, გუშაგს. ერაყულ რეალობაში ალ-ჯარხაჯი ღამის გუშაგად მოგვევლინა, რომლის მოვალეობაში შედიოდა ქალაქის ქუჩების ქვეითად პარტულირება და წესრიგზე ზრუნვა. XVIII საუკუნიდან მოყოლებული XX საუკუნის პირველი ორი დეკადის ჩათვლით ეს იყო ერთგვარი საპოლიციო შენაერთი, რომელიც სხვა საპოლიციო, იენიჩარულ და მამლუქთა შენაერთებისაგან დამოუკიდებლად მოქმედებდა. ალ-ჯარხაჯის წინამორბედები ჯერ კიდევ ოთხი მართლმორწმუნე ხალიფას ზეობის პერიოდიდან გამოჩდნენ ასპარესზე. მათი აღმნიშვნელი ტერმინი იყო „ალ-‘ასასუ“ (العَسَسُ), რაც XVII-XVIII საუკუნეებში ქართულ რეალობაშიც გვხვდება. „ასასის“ ინსტიტუტი შუა საუკუნეების საქართველოში (ძირითადად აღმ. საქართველოში) გვხვდება. გარდა ტერმინის სემანტიკური მსგავსებისა, იდენტურია მისი პრაქტიკული მნიშვნელობაც. 1918 წელს ერაყში ბრიტანეთის მმართველობის დასაწყისში გამოიცა ერაყის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, სადაც ალ-ჯარხაჯის ინსტიტუტს „გენერალური მცველები“, „გენერალური გვარდია“ ეწოდა, ყველა თავისი უფლება-მოვალეობის შენარჩუნებით, ხოლო 1921 წელს ერაყის სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ, ეს ინსტიტუტი გაუქმდა და შეუერთდა პოლიციის შენაერთებს.