საერთოსემიტური წარმომავლობის სხეულის ნაწილების აღმნიშვნელი ძირები
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/16/74-84საკვანძო სიტყვები:
საერთოსემიტური, სხეულის ნაწილები, თითი, კუდი, რქა, ზურგი, მკერდი, ძუძუ, მუცელიანოტაცია
სტატიაში წარმოდგენილია კვლევის შედეგები, რომლებიც ეხება სხეულის ნაწილების აღმნიშვნელ ერთ თემატურ ჯგუფში გაერთიანებულ საერთოსემიტური წარმომავლობის ძირების ანალიზს. კერძოდ, განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა ადამიანისა და ცხოველის სხეულის კონტურის განმსაზღვრელი ნაწილების აღმნიშვნელი ლექსემების თემატური ქვეჯგუფი, რომელიც იერარქიულად უფრო ფართო, სხეულის ნაწილების ლექსიკურ-სემანტიკურ ჯგუფს მიეკუთვნება. საზოგადოდ, ლექსიკურ-სემანტიკური ხასიათის კვლევები მეტად მნიშვნელოვანია თანამედროვე ენათმეცნიერებისათვის როგორც ისტორიულ-შედარებითი, ისე ზოგადტიპოლოგიური თვალსაზრისით. განხილული მასალის ლექსიკურ-სემანტიკური ანალიზის საფუძველზე გამოვლენილია რამოდენიმე ერთეული ძირებისა, რომლებიც ხასიათდებიან ფართო დისტრიბუციითა და სწორი რეგულარული ფონეტიკური შესატყვისებით, შედეგად, შესაძლებელია ექვსი მათგანის აღდგენა პროტოსემიტურ დონეზე შემდეგი მნიშვნელობებით: ’თითი’, ’ კუდი’, რქა’, ’ზურგი’, ’მკერდი, ძუძუ’ და ’მუცელი’. ეს მნიშვნელობები გადმოცემულია შემდეგი საერთოსემიტური ძირებით: საერთოსემიტური *’ṣb‘ – ‘თითი’, საერთოსემიტური *qrn - ‘რქა’, საერთოსემიტური *dnb – ‘კუდი’, საერთოსემიტური * tdy - ‘მკერდი, ძუძუ’, საერთოსემიტური * thr – ‘ზურგი’ და საერთოსემიტური *krŝ - ‘მუცელი’.