1920-იანი წლების კოსმოპოლიტური კაირო და „ტარაბის“ დედოფალი მუნირა ალ-მაჰდია
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/14/390-407საკვანძო სიტყვები:
კაირო, მუნირა ალ-მაჰდი, „ტარაბის დედოფალი“, აზბაქია, „ავამა“ანოტაცია
1920-იანი წლები მკვეთრი ცვლილებების ხანა იყო ეგვიპტის პოლიტიკურ, სოციალურ თუ კულტურულ სფეროებში. ერთის მხრივ, 1919 წლის აჯანყების ფონზე ჩამოყალიბებული ახალი ანტიევროპული მოძრაობა და მეორეს მხრივ კი, კოსმოპოლიტური კაიროს მღელვარე ღამის ცხოვრება იყო ამ პერიოდის ხასიათის განმსაზღვრელი ორი ძირითადი ხაზი.
1920-იანი კაიროს ღამის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახე იყო მუნირა ალ-მაჰდია, რომელსაც „ტარაბის დედოფალი“ (سلطنة الطرب) უწოდეს. კაიროს ბარებში ახალგაზრდა ნიჭიერი გოგონა დიდ ყურადღებას იქცევდა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კომპანია „ბაიდაფონმა“ ჩაწერა და მისი პირველი ფირფიტა 1906 წელს გამოვიდა. მალე ის თავისი დროის ყველაზე მოთხოვნად არტისტად იქცა და საკუთარი სალონიც ე.წ. „სალა“ (صالة) და თეატრის, ცეკვისა და მუსიკის კომპანიაც ჰქონდა. აღსანიშნავია ასევე, მისი მეგობრობა იმ დროის გავლენიან ეგვიპტელ პოლიტიკოსებთან და მისი მოღვაწეობის პატრიოტული ხასიათი.
მუნირა წვეულებებისა და კაიროს ბობოქარი ღამის ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვარსკვლავად რჩებოდა 1920-იან და 1930-იან წლებში. თუმცა, მისი დიდება მოგვიანებით ახალი ვარსკვალების გამოჩენასთან ერთან შესუსტდა და მისი სახელი თანდათან ჩრდილში მოექცა.